“სტიქიას ბოლომდე დავამარცხებთ და აღვადგენთ ტყე-პარკს“

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, რამდენიმე დღის განმავლობაში იშრომეს სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მეხანძრეებმა, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ადგილობრივებმა, რომლებმაც სოლიდარობა გამოხატეს.

„ჩვენმა მეზობელმა ქვეყნებმა გაგვიწიეს დახმარება, აზერბაიჯანმა, სომხეთმა, თურქეთმა, ბელარუსმა. უნდა ვთქვა, რომ ჩვენი მეგობრებისგან ყოველ წუთს მოდის შემოთავაზება დახმარებაზე. ჩვენ ამ სტიქიას ერთობლივად დავამარცხებთ. ჩვენ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო, სანამ ცეცხლი ბოლომდე არ ჩაქრება, შტაბი გააგრძელებს მუშაობას. ერთობლივი ძალებით აუცილებლად დავამარცხებთ ამ სტიქიას და მეორე დღიდანვე დავიწყებთ მუშაობას, რომ ეს ტყე-პარკი აღვადგინოთ.

დანაკარგი მძიმეა, მაგრამ გული არ გავიტეხოთ, როგორც ერთობლივად ვებრძვით სტიქიას, ისე ერთობლივად აღვადგენთ. შეიძლება შევქმნათ ფონდი, სადაც, ჩვენი მეგობრების მონაწილეობით, ისევე გავალამაზებთ ამ ბუნებას, როგორც ამ ხანძრამდე იყო. დიდი მოცულობით ფართობი დაიწვა, ჩვენ ამ სტიქიას ბოლომდე დავამარცხებთ და აღვადგენთ ტყე-პარკს“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.