ტელეკომპანია რიონში ცვლილებებია

დავით ცხვარაძე

შ პ ს ტელე რედიო კომპანია რიონის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილების საფუძველზე რადიო რიონის ხელმძღვანელად, ტელეწამყვანი ლევან ქემოკლიძე დაინიშნა, მანამდე აღნიშნულ პოსტს ჟურნალისტი ელზა ჩუბინიძე იკავებდა.. რომელიც რადიო რიონს წლების განმავლობაში პირნათლად ხელმძღვანელობდა. იყო როგორც რადიოსი ასევე საინფორმაციოს უფროსი და საავტორო გადაცემა ” ობიექტური აზრი ელზა ჩუბინიძესთან ერთად” ხელმძღვანელი და ტელეწამყვანი.

ჟურნალისტმა საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე პოსტი თვითონ დატოვა და თვების განმავლობაში რადიოს ხელმძრვანელის პოსტი ვაკანტური იყო, რადიოს ახალი ხელმძღვანელის ლევან ქემოკლიძის ინფორმაციით “რადიოს პრიორიტეტები არ შეიცვლება – თუმცა 4 სექტემბრიდან იგი მისივე თქმით მნიშვნელოვან სიახლეებს შესთავაზებს მსმენელს.

ამჯამინდელი ხელმძღვანელის ლევან ქემოკლიძის ინტერვიუ საგენტო “ქუთაისი თუდეის” ეკუთნის. რაც შეეხება ტელეკომპანია რიონის საინფორმაციო გამოშვების “დღის ამბებს” ჟურნალისტი ნატალი რევიშვილი მართავს. ტელევიზიაა აღმავლობის გზაზე არხზე ახალი სახეებიც გამოჩნდნენ,

შეგახსენებთ: მიუხედავათ იმისა რომ რადიო რიონის ხელმძღვანელად ლევან ქემოკლიძე დაინიშნა რადიოს საინფორმაციოს უფროსის და პროდიუსერად ისევ ჟურნალისტი ელზა ჩუბინიძე რჩება

“მე თავად დავტოვე თანამდებობა დაახლოებით ოთხი თვის წინ, და ოთხი თვე პოსტი ვაკანტური იყო. ცოტა სხვა გეგმები მაქვს და აი,მერე, გაახლებული პროექტით დავბრუნდები ტელევიზიაში” – განმარტავს ელზა ჩუბინიძე.