ცხინვალის „ლიახვმა“ მზადება დაიწყო – ჩემპიონატი 17 აგვისტოს იწყება

საფეხბურთო კლუმა, ცხინვალის „ლიახვმა“ პირველი ლიგის გარდამავალი ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყო. გუნდმა განახლებული შემადგენლობით, დღეს გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე ივარჯიშა.

„ლიახვის“ მთავარი მწვრთნელის მალხაზ ჟვანიას განცხადებით, გუნდი ძირითადად ახალგაზრდა ფეხბურთელებით დაკომპლექტდა:

„კლუბში ძირეული ცვლილებები განხორციელდა, რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელი დარჩა, გუნდი  ძირითადად ახალგაზრდა ფეხბურთელებით დაკომპლექტდება. აღსანიშნავია, რომ კლუბს კვიპროსიდან დაბრუნებული რეზი ბარაბაძე შემოუერთდა.

ჩემპიონატი 17 აგვისტოს იწყება, ჩვენ ყოველდღიურად ვივარჯიშებთ, რათა სეზონს სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, გუნდში საბრძოლო განწყობაა, ვცდილობთ, „ლიახვი“ კონკურეტუნარიანი და ანგარიშგასაწევი გუნდი იყოს. ჩვენ ყველანაირად ვეცდებით დავწინაურდეთ,“- განაცხადა მალხაზ ჟვანიამ.

0 Comments

Leave a Comment

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password