ვისი სახე აქვს „თავისუფლების ქანდაკებას“

ვისი სახე აქვს „თავისუფლების ქანდაკებას“ მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა იცის

არ გვეგულება ადამიანი, რომელმაც არ იცოდეს, რომ ამერიკის სიმბოლო „თავისუფლების ქანდაკებაა“, მაგრამ მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა იცის ისტორია ქალისა, რომლის სახეც აქვს ქანდაკებას. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ქანდაკების სრული სახელი ასე ჟღერს:-„თავისუფლება, რომელიც აბრწყინებს მსოფლიოს“.
ქანდაკების, როგორც დამოუკიდებლობისა და დემოკრატიის სიმბოლოს შექმნა 1865 წელს დაიბადა. ქანდაკების კონცეფცია ფრანგმა არქიტექტორმა ფედერიკ ოგიუსტ ბარტოლდმა შეიმუშავა. პირველად ავტორი მუშაობდა ეგვიპტის სკულპტურაზე. მუსულმანი ქალის ქანდაკება ქალაქ პორტ-საიდში უნდა დაედგათ, რომელსაც სუეცის არხის შესასვლელი უნდა გაელამაზებინა, თუმცა მოქანდაკემ 1871 წელს ეგვიპტის ხელისუფლებისგან ქანდაკების შესყიდვაზე უარი მიიღო, მიზეზი კი თანხის უქონლობა იყო, თუმცა მოქანდაკე უსაქმოდ არ დარჩენილა.

საფრანგეთის მთავრობამ გადაწყვიტა ამერიკისთვის დამოუკიდებლობის დეკლარაციის 100 წლისთავისთვის (1778 წლის 4 ივლისი) საჩუქარი გაეკეთებინათ და მონუმენტი სწორედ ბერტოლდს დაუკვეთეს.
ამის შემდეგ მუსულმანი ქალი დასავლეთელი გახდა, ქანდაკების სახელი „აზიის სხივი“ შეიცვალა სახელით
„თავისუფლება,რომელიც აბრწყინებს მსოფლიოს“.

ერთი ვერსიით, მოქანდაკემ ქანდაკებისთვის იზაბელ ბოიერის სხეული გამოკვეთა. იზაბელი იყო ამრიკელი მეწარმის ფრანგი ქვრივი. მისი მეუღლე საკერავი მანქანის „ზინგერის“ ფირმის დამაარსებელი იყო.
მეორე ვერსიის თანახმად კი მოქანდაკეს პოზირებას უწევდა დედამისი-შარლოტა ბარტოლდი.

 

კომენტარის დატოვება