“დარწმუნებული ვარ კახის გამარჯვებაში”

კახი კალაძის საარჩევნი შტაბის გახსნისას უმრავლესობის დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ მას კალაძის გამარჯვებაში ეჭვი არ ეპარება.

-დარწმუნებული ვარ კახის გამარჯვებაში,  მას აქვს ის აუცილებელი თვისებები, რომ სიცოცხლით სავსე დედაქალაქს ბევრი რამ გაუკეთოს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ყველა ფაქტორს.

ეს შტაბი აქტიურად იმუშავებს და დარწმუნებული ვარ, რომ კახის გამარჯვების შემდეგ თბილისი ნამდვილად იქნება სიცოცხლით სავსე ქალაქი და ექნება ბევრი ახალი შესაძლებლობა.

შეგახსენებთ: კახი კალაძის საარცევნო შტაბი მდებარეობს კოსტავას N14 (გამომცემლობა „სამშობლოს“ ყოფილი შენობა)