ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი მთიანი ყარაბღის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ჩავიდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე მთიანი ყარაბღის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ჩავიდა.

სტეპანაკერტში მხარეები ურთიერთგაგების შესახებ ე.წ. მემორანდუმის გაფორმებას გეგმავენ.

ოკუპირებული აფხაზეთის დელეგაციის შემადგენლობაში დაურ კოვესთან ერთად შედიან ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველი ირაკლი ტუჟბა და ე.წ. სტრატეგიული თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ადგურ ჩეგია.