“ეს დიდი პასუხისმგებლობაა, ჩემგან ღალატი არ იქნება!..”

თემურ შაშიაშვილი

25-26 აგვისტო…დაუვიწყარი ორი დღე მთაში-ზეკარზე...სალაშქროზე…მისი ინიციატორი იყო მსოფლიოში ცნობილი და აღიარებული ალპინისტი მერაბ ნემსიწვერიძე…ჩატარდა საქართველოს ალპინისტთა ეროვნული ფედერაციის პატრონაჟით..

ბედნიერი ვარ,რომ ეროვნული კაცები გავიცანი,მართლაც, მაგარი ბიჭები – “მთის  კაცები”, საქვეყნოდ მომართულნი…

შედგა დიდი საუბარი ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით.აღშფოთებას ვერ ვფარავდით,როცა შევიტყვეთ,რომ ეს უნიკალური ტყეებიც,ისე როგორც სამეგრელოს,მცხეთა-თიანეთის,სვანეთის,რაჭა-ლეჩხუმის-მრავალი ათეული წლითაა გასხვისებული,ძირითადში ჩინელებზე…

სწორედ ამ უკეთილშობილეს ბუნებაში და ქართულ გარემოში ვიმსჯელეთ რომან რურუაზე გამოცემულ წიგნში წამოჭრილ პრობლემებზე…

ველამ გავიზიაეთ ბატონი რომანის განწყობა-არ შეძლება ამ მიწის,წყლის, ჰაერის,სითბოსა და ხალხის ქვეყანაში ასე ცცხოვრობდეთ დაფიცი მივეცით ერთმანეთს და დედა-სამშობლოს,რომ სიცოცხლის ფასად დავდგებით იმ ხალხთან ერთად ვინც ერთიანდება ბრძოლის ჟინით:

“გვინდა ვიცხოვროთ ბედნიერებით სავსე სამშობლოში”

კარგია,რომ ეს დიდი ქართული განწყობა ძლიერდება…პირველნი ბატონი რომანის ეროვნულ შემოძახილს მეცნიერები,კულტურის მოღვაწეები გამოეხმაურნენ..ეს დაადასტურა მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის კონგრესმა ,ზუგდიდის, ქუთაისისა და ბათუმის შეკრებებმა..ეს განწყობა იკვეთება ქართულ ემიგრაციაში…ეს დადასტურდა კიევის,მინსკისა დამოსკოვის ქართველთა და საქართველოს შვილთა შეკრებებზე.

კარგია,რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა,ჩვენი თანამემამულეები უცხოეთში,ჩვენი ნამდვილი მეგობრები თვლიან,რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლება,კრიზისმა კრიტიკულ ზღვარს მიაღწია,აღარ შეიძლება რომ ქვეყანაში გარედან მართული ერთი მუჭა ბობოლები ბატონობდნენ,ხალხის ცხოვრება უკიდურეს ნიშნულზე იყოს.

მოხიბლული ვარ,მთის კაცების განწყობით.ბედნიერი ვარ,რომ ამ განწყობის თანაზიარი გახდა ჩემი ბიჭი გიორგი…ვამაყობ ,რომ ამირჩიეს საქართველოს ალპინისტთა ფედერაციის საპატიო თავჯდომარედ.ეს დიდი პასუხისმგებლობაა, ჩემგან ღალატი არ იქნება.