გოგი წულაია: ქუთაისის მერიამ შემოსარიგებლად „ოცნების“ მომხრე 90 ადამიანი დაასაქმა!

დავით ცხვარაძე

პარტია “თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარის გოგი წულაიას განცადებით, ქუთაისის მერია წინასაარჩევნოდ მოქალაქეებს ააიპში ასაქმებს.

ამის შესახებ, წულაიამ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ისაუბრა. შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები დაეწრნენ.

წულაიას განცხადებით, ქუთაისის მერიამ აიპებში “ქართული ოცნების”ის წევრები დაასაქმა, რომლებსაც სამსახური წინა არჩევნების დროს დაპირდნენ.

“ამ ხელისუფლებას რამე მოთხოვო ეს არის წყლის ნაყვა დ ამეტი არაფერი. მე, უბრალოდ, მოსახლეობას მინდა მივაწოდო ინფორმაცია, რომ ქუთაისის მერიიამ ააიპებში “ქართული ოცნებს” წევრები ჩვენი ბიუჯეტიდან დაასაქმა. ისედაც გადატვირთული მერია კიდევ უფრო დატვირთეს ახალი თანამშრომლებით. ეს ადამიანები არიან “ქართული ოცნების” ის წევრები, რომლებიც წინა არჩევნების შემდეგ დაპირების მიუხედავად, არ დაასაქმეს. ახლა კი 90-მდე ადამიანი დასააქმეს, რადგან არჩევნები მოდის და ის გაბრაზებული მომხრეები შემოირიგეს”,-აღნიშნა წულაიამ.

შეხვედრაზე წულაიამ მერიიდან გამოთხოვილი დოკუმენტი წარმოადგინა. მასში აღნიშნულია, რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა 10 თანამშრომელი, შტატგარეშედ 3. ააიპ სპეციალურ სერვისებში – 30 შტატგარეშე, ააიპს კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულაში- 15 შტატგარეშე, ააიპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანება -12 შტატგარეშე, ააიპ მადლიერების სახლი-2 შტატგარეშე, ააიპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანება-17 შტატგარეშე.

კომენტარის დატოვება