ქუთაისში საპროტესტო აქციებით იმუქრებიან-კონდენცირების პრობლემის მოგვარების „ინოვაცია“!

დავით ცხვარაძე

„ოაზისი 2002 ”ის ხელმძღვანელმა შენობაში შუშის კედლები გამოჭრა!  თანამშრომლები დახმარებას ითხოვენ!

დაძაბული ურთიერთობა თანამშრომლებსა და დირექციას შორის გრძელდება. მეორადი ტანსაცმლის ბაზრობაზე „ოაზისი 2002 ”– ის თანამშრომლებმა რამდენიმე დღის წინ პროტესტის ნიშნად სავაჭრო ობიექტები დატოვეს და დაწესებულებაში არაადამიანური მოპყრობის გამო, დირექციას დაუპირისპირდნენ. როგორც კომპანიის ხელმძღვანელი აღნიშნავს, დაპირებული კონდენციონერები ამდრომდე ვერ მიიღო, თუმცა მურუსიძემ სხვა ალტერნატიული საშუალებას მიაკვლია და შენობას კონდინცირების პრობლემის მოგვარების ნაცვლად შუშის მინები ამოჭრა, ახლა თანამშრომლებს ჰაერი შენობაში აქვთ თუმცა გაუსაძლის პირობებში იმყოფებიან, ბაზრის თანამშრომლები შენობაში კონდიციონერებისა და საჰაერო, სავინტილაციო საშუალებების მოწყობას ითხოვდნენ, ასევე ელემენტარულ ჰიგიენურ საშუალებებს, როგორიცაა საპირფარეშო და სველი წერტილები, რომელიც აღნიშნულ დაწესებულებაში არ ფუნქციონირებს.

როგორც თანამშრომლები ყვებიან, „ოაზისი 2002 ”-ს ხელმძღვანელი იოსებ მურუსიძე თურმე პროექტს მალავს და აცხადებს, რომ პროექტში, რომელიც მათ ჩაბარდათ, არ ყოფილა შეყვანილი შენობის არც კონდენცირების და არც სველი წერტილების მოგვარების საკითხი. მურუსიძისვე განმარტებით, იგი, 6 თვეა, კონდიციონერების თბილისიდან ქუთაისში ჩამოსვლას ელოდება და თავად მოაგვარებს იმ პრობლემას, რომლის მოგვარებას, თურმე თვეებია ცდილობს, თუმცა ბიუჯეტის დაზოგვის მიზნით, რატომღაც ეს არ გამოსდის?!. პრობლემა ცნობილია ქუთაისის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურისთვისაც, თუმცა რეაგირება არც ქუთაისის მერიას მოუხდენია! მეორადი ტანსაცმლის ბაზრობაზე დასაქმებული მოვაჭრეებიც სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინიც საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.

კომენტარის დატოვება