ხულოს ტყეში ხანძარია

ხულოში ხანძარი, ცეცხლი მთა შავნაბადაზე ნაძვის ხეებს მოედო.

როგორც ხულოს გამგებელმა ბესიკ ბაუჩაძემ პირველ არხს განუცხადა, ტყეში კვამლი ორი საათის წინ შენიშნეს.

“ზუსტი ინფორმაცია, რა ფართობი იწვის არ გვაქვს, ადგილზე უკვე გავიდნენ ჯგუფები. ეს ტერიტორია ადრეც გადაიწვა, დღეს ორი საათის წინ შენიშნეს კვამლი და უმალვე სახანძროები გამოიძახეს, იქ ტექნიკის მისვლა შეუძლებელია, ცოტა ხანში გვეცოდინება უფრო მეტი დეტალი” – განაცხადა ბუაჩაძემ