„ქუთაისის ვიცე მერმა და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსებმა მაგინეს!“

დავით ცხვარაძე

ქუთაისში მცხოვრები მრავალშვილიანი მამა დავით გვეტაძე დღეს საკრებულოს სხდომაზე სიტყით წარსდგა. გვეტაძემ დეპუტატებს უამბო, თუ როგორ მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა ქალაქის ვიცე მერმა მიქიაშვილმა და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ზვიად ჯავახიამ. მის გამოსვლას არ დასწრებია ქალაქის მერი, რომელმაც გამომსვლელს უთხრა:-„რასაც იტყვი მომიყვებიან“-ო.

-„ტელეკომპანია რიონის წინ ვიდექი როცა მიქიაშვილმა მითხრა, რას ითხოვ ამდენს, არ გრცხვენიაო? მე ვუთხარი – რა დამეხმარეთ ასეთი, რომ შემრცხვეს-თქო, თქვენი ხელისუფლების დროს მხოლოდ ერთი გაზი შემომიყვანეთ წლების წინ, ისიც როცა მქონდა სახლი. ახლა კი ღია ცის ქვეშ ვარ უპატრონოდ დარჩენილი, სადარბაზოში ვცხოვორობ, არ მაქვს სახლი, არ მაქვს თბილი კერა, წლებია დავდივარ დახმარების თხოვნით. ქუთაისის მერიას ვადგები, თუმცა ხან გინებით და ხან მუშტიკრივით მისტუმრებენ მერიის შენობიდან, არაერთხელ გამიმართავს აქციები, შიმშილობა, მაგრამ რა ამით? არაფერი იცვლება!“ აცხადებს მრავალშვილიანი მამა დავით გვეტაძე.

გვეტაძის ბრალდებას ქუთაისის მერის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა უპასუხა, ჯავახიას განმარტებით ეს ყოველივე არის აფსურდი და დაუჯერებელი.

„არ მინდა დავიჯერო, რომ ეს შანტაჟია“-აცხადებს ჯავახია.

13681966_289249401437947_232920241_o 13835989_289249408104613_2125917856_o

კომენტარის დატოვება