არგენტინაში მტრედს ციხეში ნარკოტიკები შეჰქონდა

არგენტინის ქალაქ სანტა-როსაში ციხის უსაფრთხოების სამსახურმა მტრედი მოკლა, რომელსაც ციხის ტერიტორიაზე უჩვეულო ამანათი შეჰქონდა. ფრინველს ჩანთა ჰქონდა მიბმული, რომელშიც ციხის უსაფრთხოების სამსახურმა ძლიერმოქმედი აბები და მარიხუანა აღმოაჩინა.

ფრინველს ციხეში 44 ძლიერ მოქმედი აბი და თითქმის 4 გრამი მარიხუანა შეჰქონდა.