ნატო-ს გენერალურ მდივანს ესტონელმა მასპინძლებმა რობოტი აჩუქეს

ტალინში მყოფ ნატო-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს ესტონელმა მასპინძლებმა რობოტი გადასცეს. 

ესტონური ფირმის Starship Technologies – ის შექმნილი რობოტი ალიანსის ახალ შტაბბინაში ტკბილეულს დაარიგებს და კურიერის ფუნქცია ექნება.

Skype -ის ონლაინ- ზარის ავტორებმა რობოტზე მუშაობა შარშან დაასრულეს.

“სასწაული ბორბლებზე” ასე უწოდებენ ესტონურ რობოტს, რომელსაც არამარტო ტკბილეულის დარიგება შეუძლია. სპეციალური აპლიკაციის საშუალებით, რობოტს შეუძლია დანიშნულების ადგილზე პიცის და სუპერმარკეტიდან პროდუქტის მიტანა. აღჭურვილია სპეციალური სისტემით, რომლის საშუალებითაც რობოტი შუქნიშანზეც რეაგირებს და უპრობლემოდ გადადის გადასასვლელზე.