ქუთაისში უქიმერიონის გორასთან კიბეების რეაბილიტაცია განხორციელდა

დავით ცხვარაძე

ქუთაისში უქიმერიონის გორასთან კიბეების რეაბილიტაცია განხორციელდა. ვაჟა ფშაველას ძეგლთან გორის უბანში ასასვლელი კიბეები წლების მანძილზე დაზიანებული იყო. არსებული ჩანჩქერი კალაპოტში მოექცა და გამაგრდა ფერდები, აშენდა ქვის კედელი. ასევე გრანიტის ფილებით კეთილმოეწყო მიმდებარე ტერიტორია, მოაჯირები და გარეგანათების ლამპიონები.

სამუშაოები ფირმა „გზამშენი-21“მა შეასრულა. ადგილობრივი ბიუჯეტიდან პროექტი 246 ათასი ლარით დაფინანსდა. გახსნასთან დაკავშირებით ახალგაზრდული დასის ,,მარჯანიშვილელებმა “პერფორმანსი გამართეს, ღონისძიებას ქუთაისის მერი დაესწრო.

აღნიშნული კიბეებით ტურისტები ხშირად სარგებლობენ. ამიტომაც პერფორმანსის მიმდინარეობის დროს კიბეებთან ტურისტების სიმრავლე იყო. აღნიშნული კიბე ქუთაისის ცენტრს ბესიკ გაბაშვილის სახელობის პარკთან და რამდენიმე უბანთან აკავშირებს.

13871888_289418861421001_271733644_n13876191_1738971709705504_8328788172242256592_n

კომენტარის დატოვება