ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელი საპირფარეშოში დამალეს?!.

დავით ცხვარაძე

ვანის მუნიციპალიტეტში გამგებელს მალავენ, ხურციძე კავშირზე არც მედიასთან გამოიდს!

პოლიტიკური მოძრაობა ” პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის”- ლიდერები ვანის მუნიცილაპიტეტის ხელმძღვანელთან შეხვედრას ითხოვდნენ, როგორც პარტიის ლიდერები ამბობენ მათი პარტიის წარმომადგენლებზე ზეწოლა მიმდინარეობს, მათივე თქმით სამიზნე ამჯერად ვანის მუნიციპალიტეტში სოფელ უხუთის ადმინისტრაციული ერთეულის სპეციალისტი სოსო ჩიტორელიძე გახდა, რომლის შვილი ბესარიონ ჩიტორელიზე ვანის საოლქო საარჩევნო კომისიაში ბურჭულაძის პარტიის წარმომადგენელია, პარტიაში განმარტეს, რომ ჩიტორელიძეს გამგეობაში ხურციძის თანდასწრებით შეურაწმყოფაც მიაყენეს, ლიდერებმა გამგეობის შენობამდე პროტესტის ნიშნათ ფეხით მსვლელობაც მოაწყვეს,პარტიის წევრები გამგებელთან შეხვედრას მოითხოვდნენ, თუმცა პარტიის ერთ-ერთ ლიდერს ხათუნა ლაგაზიძეს ვანის გამგებელი ზაზა ხურციძე არ შეხვდა, ლაგაზიძის განმარტებით მას აინტერესებდა რა მოხდა გამგეობის შენობაში, რატომ დაიჩაგრა გამგეობაში დასაქმებული კადრი, დაისვა კითხვა, რომელზეც პასუხი ვერ მიღეს, ლაგაზიძის განმარტებით ეს სწორედ იმის გამო მოხდა, რომ მისი შვილი მოძრაობა ” პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის”-პარტიის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია.

გამგეობის თანამშრომელებმა გამგებელი ხურციძე საპირფარეშოში დამალეს, ლაგაზიძე გამგებლის კაბინეტში შეიჭრა, თუმცა უშედეგოდ, ხურციძე ამ დროს კაბინეტიდან გასული დახვდა.  ხურციძის უწყებაში ლაგაზიძეს განუცხადეს, რომ ხურციძესთან წინასწარი შეთანხმების გარეშე შეხვედრას ვერავინ შეძლებსო. საქმე ეხება იმ გახმაურებულ სკანდალს, რაშიც გამგებელი ხურციძე რამდენიმე დღის წინ გაეხვა, პარტის ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ მათ პარტიაში დასაქმებულის მამა თავად ვანის გამგეობის თანამშრომელია, რამაც ხურციძის განაწყენება გამოიწვია და მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ვანის გამგეობაში, მედიას გამგებელი ხურციძე დაუმალეს, ჯერ თქვეს, რომ ხურციძე კაბინეტში არ იყო, შემდეგ კი განაცხადეს, რომ ის დაკავებულია და კომენტარს ვერ გააკეთებდა, ხოლო  გამგეობის თანამშრომელმა კი განაცხადა, რომ გამგებელი შეუძლოდ გახდა და საპირფარეშოში სწორედ იმ დროს შევიდა რა დროსაც ლაგაზიძე მის კაბინეტში შეიჭრა, გამგებლის უწყებაში მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არავინ აკეთებს. სატალეფონო ზარებს არ პასუხობს თავად ზაზა ხურციძეც.

კომენტარის დატოვება