“…სცადეთ საქართველოს ან ბრიტანეთის საზღვრის გარღვევა…”

უკრაინის გენერალურის პროკურორის, იური ლუცენკოს განცხადებით, ის პირები, რომლებმაც შეგინის გამშვები პუნქტი უკანონოდ გადაკვეთეს და ასევე მათი ორგანიზატორები, კანონის წინაშე აგებენ პასუხს. ამის შესახებ იური ლუცენკომ Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

“ძალაუფლებისთვის მებრძოლი სააკაშვილის მომხრეები ანადგურებენ სახელმწიფოს. ვინც არ გვეთანხმება, სცადეთ საქართველოს ან ბრიტანეთის საზღვრის გარღვევა”- წერს ლუცენკო.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სააკაშვილისა და მისი მოხმეების მიერ საზღვრის გარღვევის დროს 12 სამართალდამცველი და 5 მესაზღვრე დაშავდნენ.

უწყების ცნობით, შემთხვევის ადგილზე სამხედრო პოლიციის საგამოძიებო ჯგუფი ჩავა, რომელიც პოლიციასთან ერთად მომხდარის გარემოებებს გამოიძიებს.