,,სმენადაქვეითებულ ბავშვთა ჯანმრთელობის უფლების ხელშეწყობა“

  დავით ცხვარაძე

ქუთაისში, ორგანიზაცია ,,თაირისი“ -ის შენობაში პროექტის ,,სმენადაქვეითებულ ბავშვთა ჯანმრთელობის უფლების ხელშეწყობა“ რეგიონული შეხვედრა გაიმართა, სადაც პროექტის ძირითადი მიზნებსა და ამოცანებზე ისაუბრეს. ასევე მოხდა სმენადაქვეითებულ ბავშვთა ჯანმრთელობის უფლების ხელშეწყობის საქმეში არსებული გამოცდილების გაზიარება.

შეხვედრაში იმერეთის მუნიციპალიტეტების, ადგილობრივი სამოქალაქო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და პროექტის ბენეფიციარები მონაწილეობდნენ. სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ სმენადაქვეითებული ბავშვები, მათი მშობლები და ოჯახის წევრები, ცენტრალური და რეგიონალური ჯანდაცვის ხელისუფლება, სამედიცინო პერსონალი, სამოქალაქო საზოგადოებრივი და სხვა დაინტერესებული ორგანიზაციები.

123

 

კომენტარის დატოვება