გადაუჭრელი პრობლემა არ არსებობს, უბრალოდ კეთილი ნებაა საჭირო…

საბურთალოს N5 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა საკრებულოდან, დავით უთმელიძემ დღეს ყაზბეგის ქუჩაზე საკუთარ ამომრჩევლებთან პირველი შეხვედრა გამართა.

ეს იყო გაცნობითი ხასიათის შეხვედრა. მაჟორიტარობის კანდიდატი გაეცნო თავის ამომრჩევლებს, ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე და იმ პრიორიტეტულ საკითხებზე, რომელზე მუშაობასაც დავით უთმელიძე მომავალში აპირებს.

კანდიდატმა  მოისმინა ამ უბნის მაცხოვრებლების ინიციატივები საკუთარი უბნის განვითარების შესახებ.

შეხვედრის შემდეგ ჩვენ დავით უთმელიძეს გავესაუბრეთ.

-როგორ ფიქრობთ, როგორ მიგიღოთ ამომრჩეველმა და ხართ თუ არა კმაყოფილი ამ შეხვედრით?

-ვფიქრობ კარგი შეხვედრა იყო, ძალიან თბილი და საქმიანი. საკმაოდ გახსნილი იყო მოსახლეობა და მომთხოვნი.

-მაინც რა ძირითადი პრობლემები გამოიყო და რა ინიციატივები აქვს საზოგადოებას?

-ამ ეზოში არსებული პრობლემები ჩემთვის ცნობილია, რადგან ჩემი მეგობრების ეზოა და ბავშვობიდან ვიცი თითქმის ყველაფერი, რაც ამ ადამიანებს აწუხებს.

მოსახლეობამ ძირითადად თავის ეზოში და სადარბაზოებში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა, აგრეთვე შეეხო ყაზბეგის გამზირზე არსებულ პრობლემებს. გამოიკვეთა ტრანსპორტის პრობლემა, საცობების არსებობს საკითხები, რომლის გადაჭრაც შესაძლებელია და ყველაფერს ვიღონებ, ნდობის გამოცხადების შემთხვევაში მოკლე ხანში გადავჭრა არსებული პრობლემატური საკითხები. საერთოდ მიმაჩნია, რომ გადაუჭრელი პრობლემა არ არსებობს, უბრალოდ კეთილი ნებაა საჭირო და ხალხის მოსმენა, მათ გვერდით დგომა და საკითხების ერთად გადაჭრა.