დიდ ბრიტანეთში ელექტრიკოსის ხელფასი თვეში 12 ათასი ფუნტია

დიდ ბრიტანეთში ელექტრიკოსმა კვირაში შეიძლება 3 ათასი ფუნტი გამოიმუშავოს. ასეთი მაღალი ანაზღაურება კვალიფიციური სპეციალისტების ნაკლებობამ გამოიწვია.

როგორც Daily Mail-ი წერს, ელექტრიკოსებს საშუალო ბრიტანელებთან შედარებით წელიწადში 6-ჯერ მეტი შემოსავალი აქვთ, დაახლოებით 156 ათასი ფუნტი. შედარებისთვის, ბრიტანეთის პრემიერის წლიური ხელფასი 150 ათასი ფუნტია.

გამოცემის ცნობითვე, დიდ მოთხოვნაა ასევე სანტექნიკოსებსა და კალატოზებზე. მათი შემოსავალი ბოლო ერთ წელიწადში 10%-ით გაიზარდა.
კვალიფიციურ ხელოსნებზე ასეთი მაღალი მოთხოვნა დიდ ბრიტანეთში მშენებლობის გაზრდამ გამოიწვია. ყველაზე მეტად სახლებს ლონდონსა და ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში აშენებენ.

სპეციალისტების განცხადებით, ეკონომიკური კრიზისის პერიოდში ახალი კადრების გადამზადება არ ხდება, ძველი პროფესიონალი ხელოსნები კი პენსიაზე გავიდნენ. სწორედ ამიტომ კვალიფიციური კადრების რაოდენობა შემცირდა.