რუსეთი, აფხაზეთი და ოსეთი ჟენევის ფორმატიდან დევნილების დაბრუნების საკითხის ამოღებას მოითხოვენ

ჟენევაში მორიგი შეხვედრის დროს აფხაზეთი და ოსეთი ჟენევის ფორმატიდან დევნილების დაბრუნების საკითხის ამოღებას მოითხოვდნენ, რაშიც მხარი დაუჭირა რუსეთმა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ იყო მცდელობა დევნილების საკითხის იგნორირების.

-„დევნილების დაბრუნება ეს მთავარი თემაა. ჟენევის დისკუსიის ეს ჯგუფი სწორედ იმიტომ არის შექმნილი, რომ მოხდეს ამ საკითხის გააქტიურება და ამიტომ ყველა მცდელობა დააკნინონ ან დააიგნორონ დევნილების დაბრუნების თემა, ყოველტვის უშედეგოდ დასრულდება.

ჟენევის შეხვედრაზე იძულებით გადაადგილებულთა დაბრუნების საკითხის განხილვის დროს რუსეთის და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დარბაზი დატოვეს, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს მათ არაკორექტულ დამოკიდებულებას ადამიანთა უფლებებისადმი და მოლაპარაკების პრონციპებისადმი.

წყარო: abkhazeti.info

კომენტარის დატოვება