“მთავრობამ კვლავ გირგვლიანის მკვლელების მფარველი მურუსიძის ლობისტ ევა გოცირიძეს დაუჭირა მხარი!”

მთავრობის გადაწყვეტილებით, სტრასბურგში მოსამართლის პოზიციაზე ევა გოცირიძის კანდიდატურას წარადგენენ. იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, არსებული სტანდარტის გათვალისწინებით, სამ კანდიდატს შორის აუცილებელია ორივე სქესის არსებობა, შესაბამისად მთავრობამ არჩევანი ევა გოცირიძეზე შეაჩერა.  წულუკიანი დარწმუნებულია, რომ გოცირიძე ღირსეულ კონკურენციას გაუწევს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძეს, რომელიც ასევე სტრასბურგის სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატად არის წარდგენილი.რაც შეეხება ევა გოცირიძესთან დაკავშირები არასამთავრობოთა მიერ გამოთქმულ შენიშვნებს, მინისტრი ამბობს, რომ ქულები არა მორალში, არამედ კომპეტენციაში იწერება.

საზოგადოებას ახსოვს, რომ დეკემბერში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინ ლევან მურუსიძის მოსამართლედ უვადოდ დანიშვნის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე ევა გოცირიძეზეც იყო ხაზგასმა გაკეთებული და მეტიც,  აქციის მონაწილეები გოცირიძის „საზოგადოების მტრებად“ გამოცხადებასაც მოითხოვდნენ.

აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი და აქტიური მონაწილე იყო “დემოკრატიის ინსტიტუტის” ხელმძღვანელი, უფლებადამცველი ლაშა ჩხარტიშვილი.  იმის გასაგებად თუ რას ფიქრობს აღნიშნულ ფაქტზე, ჩვენ ლაშა ჩხარტიშვილს დავუკავშირდით, რომლის ორგანიზებითაც არაერთგზის გამართულა სხვადასხვა აქციები და მათ შორის სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულებათა გამოძიებისა და მათ ჩამდენ მოსამართლეთა და ჩინოსანთა ჩამოშორება-დასჯის მოთხოვნის აქციები.

-„ეს არის “ქართული ოცნების” კიდევ ერთი უსამარცხვინოესი გადაწყვეტილება ! რომელიც ადასტურებს, რომ მათი ხელისუფლებაში დარჩენის პირობებში სამართლიანობის აღდგენასა, თუ დამკვიდრებაზე არც  კი უნდა ვიოცნებოთ !

სხვა რისი თქმა შეიძლება, იმაზე, რომ მოქმედმა მთავრობამ, კვლავ გირგვლიანის მკვლელების მფარველი მოსამართლის ლევან მურუსიძისა და სააკაშვილის რეჟიმის სხვა დამონებულ-დამნაშავე მოსამართლეთა ამრჩევ და ლობისტ ევა გოცირიძეს დაუჭირა მხარი !

დიახ, სწორედ ჩვენ ვართ სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნით, შესაბამისად მურუსიძის ამრჩევი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაშლისა და რეფორმირების მოთხოვნით წარმოებული კამპანიის ერთ-ერთი ორგანიზატორები. მისი კანდიდატური დასახელების დღიდან მოყოლებული აქტიურად ვიბრძვით მისი და ევა გოცირიძის მსგავსი სუბიექტების ჩამოშორებისათვის..

დღევანდელი გადაწყვეტილებით, მთავრობაც და პრემიერიც უკვე ოფიციალურად გახდნეენ გირგვლიანის მკვლელების მფარველი მოსამართლე ლევან მურუსიძის მხარდამჭერები, რადგან მათ მხარი მის მფარველსა და ლობისტს,  ევა გოცირიძეს დაუჭირეს!“-განაცხადა ჩხარტიშვილმა.

 

 

 

 

 

 

 

კომენტარის დატოვება