დავით დარახველიძე დუმილს არღვევს და კონკრეტულ გვარებს ასახელებს

დევნილთა ექსმინისტრი დავით დარახველიძე აცხადებს, მისი მინისტრობისას 2088 დევნილისთვის 22-სართულიანი ბინის იაფად მშენებლობის პროექტი ჰქონდა, ტენდერში გამარჯვებულიც გამოვლენილი იყო, მაგრამ ის მოხსნეს და ეს პროექტი ეკონომიკური საბჭოს მითითებით დღევანდელმა მინისტრმა სოზარ სუბარმა ჩაშალა.

მისივე თქმით,  სამინისტრომ უფრო ძვირად იყიდა ბინები და თან ბევრად ნაკლები, რაც მისი პროექტით იყო გათვალისწინებული და  კონტრაქტები გაკოტრებულ კომპანიებთან გაფორმდა, რომელთა შორის იყო  “ცენტრ-პოინტი”. ექს-მინისტრის თქმით, ამ ყველაფერს  ეკონომიკური საბჭოს იმდროინდელი მდივანი რომან ჩხენკელი ლობირებდა.

-“მათ შორის ახლა ვახტანგ რჩეულიშვილი ადანაშაულებდა სამინისტროს, 2 ობიექტზე კონკურსი მოვიგე და შემდეგ ხელშეკრულება არ გამიფორმეს, ფული არ გადამიხადეს, რამაც მძიმე მდგომარეობაში ჩამაგდოო. ერთ-ერთი სწორედ “ცენტრ-პოინტი” იყო. სუბარმა თქვა – კომპანიამ ტენდერი მოიგო, მაგრამ შემდეგ საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ წარმოადგინაო. რაც სუბარმა თქვა, არასწორი და გაუგებარი განცხადება იყო. ერთი, რომ სინამდვილეში ტენდერი არ ყოფილა, ეს იყო კონკურსი; მეორეც, თუ საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი არ ჰქონდა, მაშინ საერთოდ რატომ მიაღებინეს მონაწილეობა?”-განაცხადა დავით დარახველიძემ “რეზონანსთან” საუბარში.

წყარო: „რეზონანსი“

კომენტარის დატოვება