თურქეთის არმიამ ერაყის ჩრდილოეთით, ქურთისტანის საზღვართან სამხედრო წვრთნები დაიწყო

თურქეთის არმიამ ერაყის ჩრდილოეთით, ქურთისტანის საზღვართან სამხედრო წვრთნები დაიწყო. ინფორმაციას თურქეთის გენერალური შტაბი ავრცელებს.

“თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა სამხედრო სწავლება სილოპისა და ჰაბურის რაიონებში დაიწყეს. წვრთნების პარალელურად რეგიონში ტერორიზმთან ბრძოლის ოპერაცია მიმდინარეობს“ – ნათქვამია განცხადებაში.

ერაყის ქურთისტანის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი 25 სექტემბერსაა დანიშნული. ერაყელი ქურთების გადაწყვეტილებას რეგიონის ქვეყნების ნაწილი, თურქეთი და ირანი, ასევე არაბული სახელმწიფოების ლიგა ეწინააღმდეგება.