კიდევ ერთი დამანგრეველი ქარიშხალი – “მარია”

რამდენიმე საათის წინ ატლანტის ოკეანეში წარმოქმნილ ქარიშხალს “მარია”  ამერიკელმა სინოპტიკოსებმა საფირ-სიმპსონის ხუთბალიანი შკალიდან მაქსიმალური, მეხუთე კატეგორია მიანიჭეს, როგორც ჩანს ის ყველაზე დამანგრეველ კატეგორიამდე გაძლიერდა.

ქარიშხლის მაქსიმალური სიჩქარე 260 კილომეტრია საათში.

მეტეოროლოგების ვარაუდით  „მარია“ კიდევ უფრო გაძლიერდება და რამდენიმე საათში  კარიბის ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუნძულებს მიაღწევს.

გვადალუპეზე, დომინიკზე, სენტ-კისტესა და კიდევ რამდენიმე კუნძულზე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ქარიშხალი თავს პუერტო-რიკოსაც დაატყდება, მოსახლეობის ევაკუაცია უკვე დაწყებულია.