თბილისში მამაკაცი მტკვარში გადახტა

თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე შუახნის კაცი მტკვარში გადახტა.

საგანგებო სიტუაციების სააგენტოს პრესსამსახურმა “პირველს” უთხრა, რომ მაშველებმა კაცი მდინარიდან დროულად ამოიყვანეს და მისი გადარჩენა შეძლეს.

თვითმხილველთა განცხადებით, მამაკაცი მდინარეში შეგნებულად გადახტა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველები მომხდარი ფაქტის დეტალების გამოძიებაზე ამ დრომდე მუშაობენ.