დიანა გელაშვილი: მოსახლეობამ უნდა იგრძნოს, რომ თავად არის უშუალო მონაწილე ყველა პროცესის…

დიანა გელაშვილი-„თავისუფალი დემოკრატების“ ხაშურის მაჟორიტარობის კანდიდატი.

ახალგაზრდა, პერსპექტიული ქალბატონი, რომელიც პოლიტიკაში პირველ ნაბიჯებს დგამს და სწორედ ხაშურელების დახმარების და გვერდით დგომის იმედი აქვს. ამბობს, რომ სწორედ მათგან უნდა ისწავლოს ბევრი რამ და მომავალში საკეთებელი საქმეებიც ხალხთან ერთად უნდა დაგეგმოს. აი, სწორედ ამით მიიქცია ჩვენი ყურადღება და გადავწყვიტეთ თქვენთვისაც გაგვეცნო დიანა გელაშვილი.

 -პირველ რიგში, მოდით გაგვეცანით – რა გზა გამოიარეთ ხაშურის მაჟორიტარობის ჯანდიდატობამდე.

დიდი მადლობა, რომ გამოხატეთ ინტერესი ჩემი, როგორც ,,თავისუფალი დემოკრატების“ ხაშურის მაჟორიტარობის კანდიდატის მიმართ.

მე ხაშურელი გახლავართ. დავიბადე და გავიზარდე ამ ქალაქში, საშუალო სკოლაც აქ დავამათავრე და უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ ჩემი კარიერაც და პიროვნული ზრდაც ამ ქალაქს უკავშირდება. პროფესიით ხელოვნებათმცოდნე გახლავართ, თუმცა ხაშურის საბიბლიოთეკო გაერთიანების ხელმძღვანელად მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ საბიბლიოთეკო საქმე ჩემს მეორე პროფესიად იქცია. საბიბლიოთეკო სფეროსა და ზოგადად კულტურის მიმართ ადგილობრივი ხელისუფლების ზერელე დამოკიდებულების მიუხედავად, დიდი ბრძოლის, საერთასორისო პარტნიორებისა და უცხო ქვეყნის საელჩოების დახმარებით შეუძლებელი შევძელი და საბიბლიოთეკო სფერო, როგორც ადგილობრივი კულტურულ-საგანმანათრლებლო და საინფორმაციო ცენტრი განვავითარე. თუმცა შიდა ქართლში და განსაკუთრებით ხაშურის მუნიციპალიტეტში ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების პოლიტიკა მაინც გატარდა და ეტაპობრივად 36 სასოფლო ბიბლიოთეკა მაინც დაიხურა. არც მოქმედი მთავრობის პირობებში შეცვლილა ამ მხრივ რამე სასიკეთოდ.

ბოლო ორი წელია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვმუშაობ, ინფორმაციული კვლევის განყოფილების უფროსად. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობის პერიოდი ჩემთვის ძალზედ მნიშვნელოვანი, ნაყოფიერი და საამაყოა, როგორც პროფესიული, ისე პიროვნული განვითარების კუთხით.

2012 წელს ხაშურში დავაფუძნე არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო ჩართულობის განვითარების ცენტრი ,,თანამონაწილე“. ამ პერიოდის მანძილზე ორგანიზაციის ისტორიაში უკვე 8 მცირე და ფართო მასშტაბიანი პროექტია. ამ პროექტების ავტორი და უშუალო ხელმძღვანელი მე გახლავართ და ყველა საპროექტო წინადადება ხაშურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინტერესებზე და საჭიროებებზეა მორგებული. განსაკუთრებული დატვირთვის მქონე, მაინც ბოლო, მიმდინარე პროექტია ,,დამოუკიდებელი ქალი“, რომელიც ლიტვის მთავრობის მხარდაჭერით უკვე მეორე წელია ხორციელდება ხაშურში და სადაც სოციალურად დაუცველ ქალებს ეძლევათ ეკონომიკური დამოუკიდებლობის და თვითრეალიზების შესაძლებლობა.

ხსენებული საქმიანობის პარალელურად მუდმივად ვზრუნავდი საკუთარი კომპეტენციის განვითარებაზე ბიზნეს-პროექტების მენეჯმენტის კუთხით, რაც შეეხება კანდიდატობას, პოლიტიკურ სფეროში ჩემი გამოუცდელობის მიუხედავად ირაკლი ალასანიას ნდობა ჩემთვის უკვე დიდი მანდატია.

-საკმაოდ რთული რაიონია, ბევრი პრობლემაა, რას ამბობს ხალხი? როგორია მათი განწყობა?

დიახ, ბევრი პრობლემაა ჩვენს მუნიციპალიტეტში და მიუხედავად ჩვენს ქვეყანაში განვითარებული ძირეული პოლიტიკური ცვლილებებისა, ხაშურის მუნიციპალიტეტის პრობლემების არც რიცხვი და არც ხარისხი არ იკლებს. როდესაც  ხაშურის მუნიციპალიტეტის პრობლემბზე  ვსაუბრობთ, აუცილებელია მათი წარმოქმნის მთავარ  მიზეზებზე ვისაუბროთ. რატომ არ ხერხდება ამ ქალაქში თუ სოფლებში არსებული პრობლემების გადაჭრა?   ვფიქრობ, რომ ყველანაირი პოლიტიკური პრობლემის სათავე ნაკისრი ვალდებულებებისადმი გულგრილობიდან და საქმისადმი ზერელე დამოკიდებულებიდან მომდინარეობს. არაკომპეტენტურობას, ერთჯერად შედეგებზე ორიენტირებულ და პოპულისტურ მიდგომებს  საქმისადმი ლომის წვლილი შეაქვთ ამ უძრაობაში.

ჩვენს მოსახლეობაში განწყობა ნიჰილისტურია. ძალიან რთულია მრავალგზის იმედგაცრუებულ ადამიანებს ესაუბრო ნდობაზე და დანაპირების შესრულების გარანტიებზე, მაგრამ ვინც მიცნობს, დარწმუნებულია ჩემი მიზნების გულწრფელობაში და საქმისადმი ერთგულებაში. მითუმეტეს, რომ ,,თავისუფალი დემოკრატების“ გუნდს, რომელსაც მე წარმოვადგენ აქვს რესურსი, პოლიტიკური ნება და კომპეტენცია ქვეყნის განვითარება რაიონების განვითარებით დაიწყოს. ამომრჩველი ძალიან  გაიზარდა, გახდა უფრო კრიტიკული და მომთხოვნი. ლიდერებისადმი ფანატიკური დამოკიდებულების მწარე გაკვეთილიც მიიღეს და ახლა უკვე პოლიტიკური პარტიებისგან  და კანდიდატებისგან კონკრეტულ, მოკლე და გრძელვადიან  სამოქმედო გეგმას,  კარგად გათვლილ და დამაჯერებელ პროგრამებს  ითხოვენ და ეს ძალიან კარგია.

მოსახლეობასთან შეხვედრების დროს ყველაზე მეტად რა პრობლემებს აწყდებით? რას ითხოვს ხალხი?

მოსახლეობას დღეს ყველაზე მეტაც სოციალური და ეკონომიკური პრობლემები აწუხებთ. შიმშილის ზღვარზე მყოფი მოსახლეობის მაჩვენებელი საგრძნობლად მაღალია. ქალაქი და სოფლები იცლება შრომისუნარიანი ადამიანებისგან, რომლებიც შემოსავლის მისაღებად ან თბილისში ან საზღვრებს გარეთ მიდიან. მოსახლება ასევე უჩივის ადგილობრივი თვითმმართველობის და მოქმედი დეპუტატის მხრიდან გულგრილ დამოკიდებულებას.

სიღარიბის დაძლევა, საშუალო ფენის განვითარება და ეკონომიკური გაძლიერებაა ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის მთავარ ამოცანას წარმოადგენს. ჩვენი მისიაა ხაშურის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდებს ადგილზე შევუქმნათ პროფესიული განათლების, დასაქმების და თვითრეალიზების პირობები, ხელი შევუწყოთ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. ასევე არ დავუშვებთ ისეთ ფაქტებს, რომ თავისი საქმის პროფესიონალი ადამიანები ასაკობრივი ნიშნით იქნან დისკრედიტირებული.

 პარტიის ოფისი თუ გახსენით უკვე?

პარტიის ოფისი 3 დღეა რაც გავხსენით და რაც ყველაზე მეტად მიხარია არის ის, რომ უამრავი ადამიანი უკვე მოვიდა, დაგვიკავშირდა და გამოთქვა ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი.

 წევრიანდებიან „თავისუფალ დემოკრატებში“?

პარტია ,,თავისუფალ დემოკრატებს“ მთელი ქვეყნის მასშტაბით და მათ შორის ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეც ბევრი მხარდამჭერი ჰყავთ. მოსახლეობის ასეთი პოზიტიური განწყობა კიდევ ერთხელ მარწმუნებს ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში და მმატებს ბრძოლოსთვის საჭირო ძალას.

დიანა, გამარჯვების შემთხვევაში როგორ აპირებთ ამ ადამიანების დახმარებას? ჩვენ არაერთხელ მოგვმართა ხაშურის მოსახლეობამ სხვადასხვა პრობლემებით და ისიც ვიცით, რომ ადრეც უამრავი დაპირება მიიღეს, მაგრამ შედეგი სახეზეა, თუნდაც ელემენტალური პრობლემები ისევ გადაუჭრელია.

პირველ რიგში ამ ადამიანებს დავუბრუნებ ნდობას და რწმენას იმისა, რომ მათ მიერ არჩეული დეპუტატი მათი ინტერესების გამტარებელი და გულშემატკივარია. მე ვიქნები ყველა ხაშურელის თუ სოფლად მცხოვრები ადამიანის წინაშე ანგარიშვალდებული. ადამიანებს აღარ ექნებათ დეპუტატთან პირადად შეხვედრის პრობლემა.

ხელს შევუწყობ, რომ მოსახლეობის უშუალო ჩართულობით განხორციელდეს ყველა ინიციატივა. მოსახლეობამ უნდა იგრძნოს, რომ თავად არის უშუალო მონაწილე იმ სასიკეთო ცვილებებისა, რომელიც მათ ქალაქში და სოფლებში დაიწყება.

აუცილებლად მჭიდროდ ვითანამშრომლებ ადგილობრივი თვითმმართველობასთან და ვაიძულებ მოსახლეობის ინტერესების გატარებას და მათი საქმიანობების გამჭვირვალობას ვუზრუნველყოფ.

თქვენ თქვით, რომ ხალხში ნიჰილისტური განწყობაა. ხაშურს მაჟორიტარობის სხვა კანდიდატებიც ჰყავს, ძალიან მოკლედ რომ გვითხრათ,  რატომ უნდა დაგიჭიროთ მხარი მაინც და მაინც თქვენ  ხაშურელებმა?

ჩემი სახით ხაშურის მუნიციპალიტეტგის მოსახლეობა მიიღებს თავიანთი ინტერესების გამტარებელ, გულშემატკივარ, უსამართლობისადმი უკომპრომისო  დეპუტატს. მე მათიანი ვარ და თავისუფალი ვარ ყველანაირი კლანური, ბიზნეს თუ პოლიტიკური ზეგავლენებისგან. მე მაქვს ხედვა, გეგმა, უნარი და კომპეტენცია ,,თავიუფალი დეკორატების“ ძლიერ გუნდთან ერთად შევცვალო ხაშურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მდგომარეობა უკეთესობისაკენ.

 როგორია წინასაარჩევნო გარემო ხაშურში?

ხაშურში წინასაარჩევნო ,,მარათონი“ ახლა იკრებს ძალებს. ამ ეტაპზე ამომრჩეველთა 60%-ზე მეტს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება თუ ვის დაუჭერს მხარს არჩევნებზე და ამ მხრივ სამოქმედო ასპარეზი დიდია. ღია აგრესია ჯერ არ იგრძნობა, თუმცა ასეთი შემოტევების გასამკლავებლადაც მზად ვართ.

კონკურენცია დიდია?

კონკურენცია კანდიდატების სიმრავლიდან გამომდინარე დიდია, თუმცა ასეთი წინაპირობა ჩვენი გამარჯვების ალბათობას კიდევ უფრო ზრდის.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ის მწარე გამოცილება, რაც არსებული არჩევნების შემდეგ მიიღეს, სწორ დასკვნების გამოიტანაში დაეხმარებათ ამომრჩევლებს.

 „მოჯადოებული წრის“ გარღვევა გაქვთ მიზნად, როგორ აპირებთ? რთული არ არის ბრძოლა კლანებთან?

მოჯადოებულ წრეს, რომელსაც ,,პრივირეგირებულთა“ ჯგუფები ქმნიან ათეულობით წელია გაარღვევს ისეთი მოუსყიდავი,  სუფთა პოლიტიკური წარსულის და მიზნების მქონე კანდიდატი,  როგორიც მე ვარ. მთავარია ეს დაინახოს ხალხმა და მხარი დაგვიჭიროს.

როგორ ფიქრობთ, გაიმარჯვებთ?

დიახ, მე მჯერა ჩემი გამარჯვების, რაც ხაშურის განვითარების დასაწყისის გარანტი იქნება.

-წარმატებებს გისურვებთ.

12006337_10206736699010057_4239222526935616729_n

კომენტარის დატოვება