„ეკობიჭუნას“ ქართულ საკვებზე შეყვარებული კალიფორნიელი მოხალისე

    „ეკობიჭ ანუ ნოდარ ტოხოსაშვილუკვე წარდგენა არ სჭირდება, რადგან მის შესახებ ყველამ იცის, ვინც არ იცნობთ, მათთვის ვიტყვით, რომ ის ქალაქიდან სოფელში გადასახლდა, უკანაფშავში ეკოლოგიურად სუფთა საკვებ პროდუქტს აწარმოებს და ინტერნეტით ჰყიდის. ამასთან ნოდარი დავით აღმაშენებლის სახელობის აკადემიაში ბიზნეს ადმინისტრირების განხრით სწავლობს,  სპეციალობა-მცირე ბიზნესის მწარმოებელი.

მასზე არაერთხელ დაწერილა, ახალს ვერაფერს ვიტყვით, ახლა კი იმიტომ დავუკავშირდით, რომ მასთან კალიფორნიელი მოხალისეა, რომელიც ნოდართან ერთად მუშაობს.

-ნოდარ, საიდან მოხვდა კალიფირნიელი ახალგაზრდა შენთან? მოგვიყევი მასზე.

ბრაიანი კალოფორნიიდან არის , საინჟინროზე სწავლობს , უკვე ერთი თვეა ჩემთან არის და მეხმარება. აი, ეს არის საიტი http://www.wwoofindependents.org/host-list/WWOOF-GE-6/ , სადაც ნებისმიერს შეუძლია განათავსოს განაცხადი თავისი მეურნეობის შესახებ და იპოვოს მოხალისე. აქ გავიცანი ბრაიანი. მერე ჩამოვიდა, მეხმარება მიწის დამუშავებაში, ბოსტნეულის მარგვლაში, საქონლის მწყემსვაში. აქ, ჩემთან პირველად დააპო შეშა. მოკლედ, კარგად გაართვა თავი, მაგრამ აქ არ გვაქვს კავშირგაბმულობა,  ინტერნეტი, ელექტროენერგია.

-როგორ შეეგუა ამ ყველაფერს?

– პირველად ძალიან გაუჭირდა, მაგრამ ახლა უკვე შეეგუა. დაისვენა ინტერნეტისგან და მგონი დაავიწყდა კიდეც სოციალური ქსელი.

-მოსწონს აქაურობა?

-კი, ყველაფერი მოსწონს და ძალიან მოსწონს ჩვენი საკვები, ამბობს რომ ამერიკაში მსგავსი გემო არაფერს აქვს.

-ჩვენი ბოლო საუბრის შემდეგ რატომღაც მეგონა, რომ უკანაფშავში მობილური კავშირგაბმულობა და ინტერნეტი უკვე შემოიყვანეს.

-არა, ჯერ არ არის, მაგრამ იქნება ალბათ  როდესმე. ისე, დაცული ტერიტორიაა უკანაფშავი და იქნებ ამ კუთხით მიუდგნენ,იქ რეინჯერებიც იქნებიან და მათაც არანაკლებ ჭირდებათ. უკანაფშავის სოფლებში მობილური კავშირგაბმბულობა არ არის. იმისათვის, რომ „მაგთი-ფიქსის“ ტელეფონიდან დარეკვა შეძლონ, ადგილობრივებს რამდენიმე კილომეტრის ფეხით გავლა და ადგილის ძებნა უწევთ. გვერდით გვიდგანან კეთილი ადამიანები და ჩვენთან ერტად მიმარტავენ მტავრობას, რომ არსებული პრობლემის მოგვარებაში დაგვეხმაროს.

-ნოდარ,  ვიცი როგორი დაღლილი ხარ და იმ სიახლეებზე, რაც შენსკენ არის, მერე ვისაუბროთ. წარმატებები შენ და ბრაიანს. ჩვენ კი ვუერთდებით თქვენს აქციას და მივმართავთ მთავრობას- მობილური კავშირგაბმულობა უკანაფშავს!  

P.S. აქციას უკვე შეუერთდნენ სამოქალაქო აქტივობების ცენტრის თანამშრომლები და ბიჭების წამოწყებული კამპანია გააგრძელეს.

0f8de6a4680aa5fad6ec71b99e6a36c0 13782165_308124296189521_7913409112922738052_n bd48341e44d42b9a2923d97fd57fb8fe

 

კომენტარის დატოვება