ერთმა პაწაწა წინადადებამ წამში გაგყიდა, გუგული ქალბატონო!

   პროგრესულ – დემოკრატიული მოძრაობის, დევნილთა ორგანიზაციის აფხაზეთის სექტორის კურატორი მარინა ჩაჩუა უმრავლესობის დეპუტატის, გუგული მაღრაძის განცხადებას-„მე ვთვლი, რომ ის ობიექტური მონაცემები, რაც სჭირდება პარლამენტარს, ნამდვილად გამაჩნია-ცოდნაც, გამოცდილებაც, რეპუტაცია, აბსოლუტურად შეულახავი პოლიტიკური წარსული. ენერგია, შრომის სურვილი და ა.შ. „-ეხმიანება და საჯაროდ მიმართავს მას.

-„რასაც ეხლა ვიტყვი, მარტო თქვენ არ გეხებათ, უბრალოთ რადგან თქვენ რაღაცას გვიხსნით ხმამაღლა, შედარებით დაბალი ტონით მოგახსენებთ, რომ ჩვენ სხვა ახსნა გვაქვს: ერთმა პაწაწა წინადადებამ წამში გაგყიდა, გუგული ქალბატონო, რომ არაფერი ვთქვათ ტექსტში არათავმდაბლური საკუთარი თავის დახასიათებაზე. იქნებ ვერ მიმიხვდით რას ვგულისხმობ და არ დაგზარდებით, განგიმარტავთ: აი აქ ნამდვილად არ იტყუებით, რაც იფიქრეთ ის თქვით თუ წამოგცდათ?– “სად მეტი შანსებია, რომ გაიმარჯვო”, თქვენს ადგილზე ვიტყოდი – “სადაც მეტი შანსია, რომ ჩემს გაწეულ შრომას ექნება შედეგი” და ამით დაადასტურეთ, რომ ეს თვითმიზანია –”დეპუტატობა–დეპუტატობისთვის”. თვლით, რომ, “ის ობიექტური მონაცემები, რაც სჭირდება პარლამენტარს” გაქვთ, თვითშეფასებაში, თვითკრიტიკის შტრიხების შეპარება დაგავიწყდათ, თუ არ იცით, რომ ეს მხოლოდ დადებითი კუთხით წარმოგაჩენდათ – ესეც დეფიციტი, როგორც განათლების, ისე გამოცდილების, ნამდვილად არ ვეხები თქვენს “რეპუტაცია, აბსოლუტურად შეულახავი პოლიტიკური წარსული. ენერგია, შრომის სურვილი” – ამის მართლა მჯერა, მაგრამ ასეთი ძალიან ბევრი ვიცი, მათ შორის მეც, აქ არ ვიქნები თავმდავალი, ოღონ ერთი განსხვავებით არასოდეს არ ვამბობ მე “ობიექტური მონაცემები” მაქვს და ასე შემდეგ, პირიქით რასაც მეტს ვკითხულობ და ვმუშაობ, მით მეტად ვგძნობ განათლების დეფიციტს. და ბოლოს, მართლა არაფერი საწინააღმდეგო არა მაქვს თქვენი საქმიანობის ამ კუთხით გაგრძელების სხვებთან შედარებით, თქვენში არანაირი ბოროტების კვალი მაინც არ არის, მაგრამ კითხვა თქვენ, – გიფიქრიათ იმაზე, რაზედაც ზევით ვსაუბრობ, სხვებთან შედარებით არა, თქვენ გუგული მაღრაძე
1. აცნობიერებთ პასუხისმგებლობას, როგორც ქვეყნის მმართველობის ზედა ეშელონის ერთ– ერთი წარმომადგენელი?
2.მზად ხართ საკუთარი კეთილდღეობის ფასად გადადგათ არაპოპულარული, მაგრამ სასიცოცხლოდ აუცილებელი ნაბიჯი?
3. გაგაჩნიათ სათანადო ცოდნა, გამოცდილება, ნება დააყენოთ ნოვატორული იდეები და იღვაწოთ მათი რეალიზაციის უზრუნველყოფაზე?
თუ კი ეს და ბევრი სხვა აუცილებელი თვისებები გაგაჩნიათ და ფიქრობთ რომ ეს დამსახურებულად გაქვთ და ასევე უნდა გააგრძელოთ, მაშინ ბოლო კითხვა და ვამთავრებ“-აცხადება ჩაჩუა.
პარლამენტში ყოფმის ამდენი წლის მანძილზე, ერთხელ მაინც აგეწიათ თუნდაც ერთი წინადადება ჩანერგილი სტერეოტიპების დანგრევასთან დაკავშირებით და იცით ეს საიდან იწყება? ძალიან მარტივია – შედი კაბინეტში, ჩაჯექი სავარძელში, მაგრამ კარი არ ჩაკეტო, ფანჯარაც, მზიან ამინდში მაინც გამოაღე, სულ უნდა გახსოვდეს, რომ გარეთ – შენზე მეტი თუ არა, ნაკლები “ობიექტური მონაცემების” არ არიან, მაგრამ რატომღაც არა აქვთ ამბიცია სავარძლის დაკავების (ეს პირველ რიგში ზრდილობაა, იცოდე შენი ადგილი), ისინი მხოლოდ მოსმენას ითხოვენ!“

   შეგახსენებთ, რომ გუგული მაღრაძემ განაცხადა:

-„პარტიის ხელმძღვანელობამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ მათ სრული სურათი უნდა ჰქონდეთ რა ხდება საქართველოს ამა თუ იმ რეგიონში და რა ჯობია, როგორ  ჯობია. მე ვთვლი, რომ ის ობიექტური მონაცემები, რაც სჭირდება პარლამენტარს, ნამდვილად გამაჩნია-ცოდნაც, გამოცდილებაც, რეპუტაცია, აბსოლუტურად შეულახავი პოლიტიკური წარსული. ენერგია, შრომის სურვილი და ა.შ.

2012 წელს, როდესაც ბატონმა ბიძინამ მკითხა, სად წახვიდოდი მაჟორიტარად, მე ვუთხარი-სადაც საჭიროდ ჩათვლით, ვიქნები იქ. იმიტომ, რომ მე ვთვლი, ვარ პარტიის ჯარისკაცი და სადაც პარტიას სჭირდება, წახვალ იქ. ის კი არ არის, მე სად მინდა და სად არა, მთავარია, სად მეტი შანსებია, რომ გაიმარჯვო. ის, რაც მე მიკეთებია მთელი ცხოვრება, როგორც პიროვნებას, როგორც პოლიტიკოსს, შანსები არის ყველგან. ადამიანები მცნობენ, სჯერათ ჩემი, აფასებენ, რომ მე სიმართლის მთქმელი ადამიანი ვარ. ტყული არ მითქვამს არასოდეს, არ მომიტყუებია არც ჩემი თავი და არც ამომრჩეველი. ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომ ამომრჩევლის ნდობა გქონდეს მოპოვებული”.

კომენტარის დატოვება