“ვნახეთ როგორი დიდი პატივით გამოემშვიდობა თეატრი დიდ მომღერალს…”

თეიმურაზ შაშიაშვილი

-ჩვენ იმ თვითმფრინავით ჩამოვფრინდით თბილისში, რომლითაც მართლაც რომ საუკუნის მომღერალი, ზურაბ სოტკილავა ჩამოასვენეს სამშობლოში.

ქართულ დელეგაციას გვქონდა საშუალება გვენახა თუ როგორი დიდი პატივით გამოემშვიდობა თეატრი დიდ მომღერალს.

მასპინძლებს ძალიან გაუხარდათ, როცა გაიგეს, რომ მოსკოვის დიდ თეატრში იმყოფებოდნენ  ბატონი ზურაბის თანაქალაქელები, იქ იყო მისი მეგობარი, რომან რურუა, რომელსაც სთხოვეს ეთქვა რამდენიმე სიტყვა. მეც მომეცა საშუალება გამოსამშვიდობებელ საღამოზე მეთქვა სათქმელი.

ბატონი ზურაბის გარდაცვალება ჯერ კიდევ კიევში შევიტყვეთ და მერე მინსკიდან, ალექსანდრე მედვედიის იუბილედან პირდაპირ გამოსამშვიდობებელ საღამოზე წავედით.

ნათელში იყოს ეს უდიდესი პიროვნება.

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password