რეაბილიტაციის შემდეგ ზაჰესის ხიდის ნაწილი ისევ ჩაინგრა

ვაჟა თანიაშვილი

ზაჰესში ხიდის ნაწილი ისევ ჩაინგრა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ჩანგრეულია ძველი ხიდი.

მერიაში აცხადებენ, რომ შემთხვევის  შედეგად არავინ დაშავებულა. გავრცელებული ინფორმაციით მერია ამ თემაზე განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებს.

ზაჰესის დასახლებასთან დამაკავშირებელი ხიდი ზაფხულშიც დაზიანდა, 28 ივნისს ხიდის  მარცხენა ფლიგელი დაზიანდარის. მაშინ  ხიდზე სარეაბილიტაციო სამუაშოები ჩატარდა, თუმცა დღეს ისევ დაზიანდა.

ადგილზე იმყოფება თბილისის მერიის ზედამხედველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. გივი კუბლაშვილის თქმით, ზარალს GWP აანაზღაურებს.