“სამყაროს კარგად უნდა დაუგდო ყური…”-დღეს ბიძინა კვერნაძის დაბადების დღეა

ბიძინა კვერნაძე:-“რა მენატრება? მენატრება ქართულ სოფელში გასვლა, ბრძენი გლეხის მოსმენა. იცი, ქართველი გლეხი ჩემთვის თავისებური მუსიკაა, ისე როგორც ყველაფერი ჩემ ირგვლივ. სამყაროს კარგად უნდა დაუგდო ყური და გამოკენკო იქიდან შენი მუსიკა”

ქართველი კომპოზიტორი ბიძინა კვერნაძე დაიბადა 1928 წლის 29 ივლისს სიღნაღში.

დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 1953 წელს.

1963 წლიდან იყო კონსერვატორიის პედაგოგი; 1980 წლიდან  პროფესორი; 1996 წლიდან კომპოზიციის კათედრის გამგე.

1965 წელს დაიდგა მისი ბალეტი “ქორეოგრაფიული ნოველები”; 1973 წელს  ბალეტი “ბერიკაობა”; 1983 წელს  ოპერა “იყო მერვესა წელსა”; რჩეული ქმნილებებია: “ჩვენისთანა ბედნიერი”(1987),  “მედეა”(1992), “უკვდავება”(1971), “სადღესასწაულო უვერტიურა”(1977), “ძველი ქართული წარწერები”(1978), “სიმფონია დიდი სიმებიანი ორკესტრისათვის”(1986); შექმნილი აქვს მუსიკა ოცდაათზე მეტი ფილმისათვის, მათ შორის მრავალსერიანი ფილმისათვის “დათა თუთაშხია”(ჯ. კახიძესთან ერთად); მუსიკალურად გააფორმა სპექტაკლები: “ჭინჭრაქა”, “ყვარყვარე”, “ზაფხულის ღამის სიზმარი”, “მე ვხედავ მზეს”.

2003 წელს ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ საზეიმოდ გაიხსნა ბ. კვერნაძის სახელობის ვარსკვლავი.

https://www.youtube.com/watch?v=P_7IIneMfOU

 

კომენტარის დატოვება