გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ, მაია ბითაძემ თანამდებობა დატოვა.

გავრცელებული ინფორმაციით, მაია ბითაძე მუშაობას “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბში გააგრძელებს. ის რამდენიმე საათის წინ, კალაძის საარჩევნო პროგრამის ეკოლოგიური პოლიტიკის პრეზენტაციას ჯერ კიდევ მინისტრის მოადგილის რანგში ესწრებოდა.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ბითაძე 2014 წლიდან იყო.