გულიკო ზუმბაძე ხომ თვით პოზიტივია, მუდამ მზად არის ყველა კარგ წამოწყებას გვერდით დაუდგეს
სამგორის რაიონის (ლილო, ორხევი, აეროპორტის დასახლება, წინუბანი, ნასაგური, დიდი ლილო, პატარა ლილო, ვარკეთილის დასახლება) მაჟორიტარობის დამოუკიდებელ კანდიდატის გულიკო ზუმბაძეს მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ქალთა საბჭო. როგორც აღმასრულებელი საბჭოს დირექტორი ქეთევან გაბრუაშვილი ამბობს, გულიკო ზუმბაძე დაუღალავად მუშაობს საზოგადოების პრობლემების გადასაჭრელად და მუდამ მზად არის ყველა კარგ წამოწყებას გვერდით დაუდგეს.
-გულიკო ზუმბაძის საზოგადოებასთან მუშაობა, მათთან გვერდით დგომა და მათი ჭირისა და ლხინის გაზიარება , თანადგომა ყველასათვის ნათელია , მისი დაუდგრომელი მოძრაობა ყოველდღიურად ჯერ თავის საარჩევნო უბანზე და შემდეგ სხვადსხვა ადამიანებთან. ცნობილია მისი საქმიანი მუშაობა ყოველდღიურად არსებული პრობლემების გადასაჭრელად.
არ არის გასაკვირი, რომ ქალბატონი გულიკო ზუმბაძე დამოუკიდებელი დეპუტატობის კანდიდატია. იგი თავისუფლებას ანიჭებს დიდ ხარისხს, რომელიც დაეხმარება სხვადსხვა პროექტებისა განხორციელებაში და პრობლემების გადაჭრაში.
გულიკო ზუმბაძე ხომ თვით პოზიტივია, რომელიც საზოგადოებასთან ახლოსაა- ისმენს, აანალიზებს და თითოეულ მათგანს შესაბამის დახმარებას უწევს. აქტიურად ეხმარება ქალბატონი გულიკო საბჭოს გაჭირვებულთ თუ დახმარებისათვის მიგვიმართია, ასეთი კი ძალიან ბევრია. გულიკოს მადლობას ეუბნება ყველა ეს ადამიანი, რომელთაც დაკარგული რწმენა აღუდგინა და ცხოვრების იმედი მისცა.
გულიკო ზუმბაძე სისტემატიურად ესწრება ქალთა საბჭოს ღონისძიებებს და შეძლებისდაგვარად გვაწვდის თავის აზრს ამა თუ იმ პრობლემურ საკითხზე.
ქალბატონი გულიკო ქალთა საბჭოს საპატიო წევრია, მადლობა გაწეული თანამშრომლობისათვის და თანადგომისათვის.წარმატებას ვუსურვებთ პირად და საზოგადოებრივ საქმიანობაში.მეტი ქალი მთავრობაში სიძლიერისა და სითბოს, მშვიდობის მომტანია.