„არჩევნებიდან მაქსიმუმ ერთ წელიწადში თავი შეგძულდება იმის გამო, ხმა ვისაც მიეცი…“

თემურ შაშიაშვილი

არჩევნებიდან მაქსიმუმ ერთ წელიწადში – ქვეყანაში ცხოვრებაც და საკუთარი თავიც შეგძულდება,იმის გამო ხმა ვისაც მიეცი…

ღმერთმა ქნას , ჩემი პროგნოზი არ გამართლდეს!

მეკითხებიან : თუ ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდება ქართულ პოლიტიკაში, მიიღებს თუ არა მას საზოგადოება?

ვპასუხობ : ბატონი ბიძინა პოლიტიკიდან არც წასულა! რაც მალე წავა,მით უკეთესი მისთვისაც და ქვეყნისთვისაც,ს ერთი…მეორე, საზოგადოების დიდ ნაწილს მოსწონს არა ბიძინა ივანიშვილის ფილოსოფოსობა,არამედ მისი ფული..რომლის გარეშეც,როგორც ჩანს, მას ღირებულება არ გააჩნია..

მე ვთვლუ ,რომ ის სჭირდება საქართველოს,მაგრამ არა ხელისუფალის,არამედ მეცენატის როლში…დიდი სიბრძნეა დიდი მწერლის ნათქვამში : დიდი სიმდიდრის უკან,დიდი დანაშაული იმალება…ამიტომ მისი ხსნა მისივე სიმდიდრის გონივრულად განაწილებაშია.საზოგადოებაში მხოლოდ ასეთი ქმედებით გაათბობს მის მიმართ განწყობას…მისი პოლიტიკური მოღვაწეობა, თვითმკვლელიბაა და მეტი არაფერი..დრო ამას მეტად დაადასტურებს..

ქვეყანა და ხალხი რომ მიყვარს ამიტომ ვამბობ ამას,თორემ ძალიან კარგად ვიცი,რომ არც ეს წერილი და არც ის,რასაც მე ვწერ საიტზე,თუ ფეისბუკის გვერდზე,ჩემთვის არა თუ კარგი არ არის,არამედ უმძიმესია,მით უფრო ,როცა იცი,რომ საქმე ღვარძლიან კაცთან გაქვს..თუმცა მე მისი მტერი არ ვარ და ის ვერ იტანს ჩემნაირთ..მისი მტრები,მისსავე გარემიცვაშია.. უმრავლესნი თითქმის ისე ფიქრობენ,როგორც მე,მაგრამ მას პირში აქებენ და ადიდებენ,ტაშს უკრავენ,რადგან იციან,რომ მას,ბატონ ბიძინას ასეთები,მხოლოდ ქამელეონები და ისინი უყვარს,ვისი ყიდვაც შეიძლება..

მე არ ვიყიდები..

ვიცი და ამას,კაცობრიობის ისტორია გვასწავლუს:ვინც ხმას ყიდულობს, ქვეყანას ყიდულობს და მის დამოუკიდებლობას ყიდის და ვინც საარჩევნო ხმას ყიდის,თავისი შვილებისა და შვილიშვილების მომავალს ყიდის და მონურ ცხოვრებას ყიდულობს…

სამწუხაროა,რომ საქართველოში კუჭი ბატონობს გონებაზე და ამიტომ ვცხოვრობთ ასე,ამიტომ კარგავს ქვეყანა მომავალს. ეს არჩევნები მდიდარს კიდევ მეტად გაამდიდრებს, ღარიბს მეტად გააღარიბებს… კორუფცია და ქურდების პარპაში ამ არჩევნებიდან ექვს,მაქსიმუმ,ერთ წელიწადში ნახეთ.ქვეყანაში ცხოვრებაც და საკუთარი თავიც შეგძულდება,იმის გამო ხმა ვისაც მიეცი…

ასე გაგრძელება არ შეიძლება…ამაში გაცილებით მეტი იქნება დარწმუნებული მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის..

ეს არჩევნები ყველაზე ბინძურია,რაც კი ჩატარებულა.ფულის ძალა აპიგეას აღწევს…ეს ჩანს,კანდიდატებითაც, ქალაქების გაფორმებითაც, კულუარებითაც…

როგორ უნდა გძულდეს ხალხი და ქვეყანა,რომ ასეთი კანდიდატები წამოაყენო მერებად და გამგებლებად, ასეთი ხალხი შეიყვანო საარჩევნო სიებში.

ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს,რომ ქუჩის პოლიტიკამ,,რომელიც ზეწარმატებულად გრძელდება და ვაჭრობად იქცა,პარტიებში შექმნა წესიერებისა და ზნეობის დეფიციტი, ხოლო ზნეობრივი და წესიერი ადამიანები განარიდა პოლიტიკას.. წესიერ კაცს პარტიას ვერ უხსენებ…ეს დამღუპველი გზაა…

ასეთ დროს,არნახულია მეცნიერების,მოღვაწეების,მოაზროვნე ადამიანების პასუხისმგებლობა.. კარგია,რომ შექმნილმა სიტუაციამ ბევრი ასეთი ადამიანი დააფიქრა.

საჭიროა ისეთი მექანიზმების შექმნა,რომელც ხელისუფლებიდან განდევნის ფულიანთ და გამდიდრების მოყვარულთ და მომავალში დაიცავს ქვეყანას ასეთთა პარპაშისაგან… ფულს მაშინ აქვს ძალა,როცა ის კეთილსინდისიერად არის მოპოვებული და არ მონაწილეობს პოლიტიკაში.

პლატონიდან და არისტოტელედან მოყოლებული დემოკრატია უმრავლესობის მმართველობა კი არა,განათლებულ ადამიანთა მმართველობაა..უმრავლესობა ,რომელიც ირჩევს ფულიანს და არა გონიერსა და განათლებულს,ებრძვის საკუთარ თავსაც და საკუთარ ქვეყანასაც!

ოდნავადაც არ ვეჭვობ,რომ საქართველოს მომავალი არც მილიარდელთან და არც ბელადთან არ არის დაკავშირებული..

მწამს და მჯერა,ჩვენი მომავალი აზროვნებასთან,რწმენასთან,ეროვნული იდეით გაერთიანებასთან და პატიოსან ხელისუფლებასთანაა დაკავშირებული...ხელისუფლებასთან,
რომელიც ქვეყნის გარედან არ იმართება,უყვარს თავისი ქვეყანა და ხალხი,მისი მსახურია და არა უფროსი,რაც მთავარია , შეძლია მისთვის თავგაგანწირვა!