კვირიკაშვილი 27 სექტემბერს ანგელა მერკელს შეხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ეწვევა.

27 სექტემბერს, ბერლინში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ანგელა მერკელთან.

შეხვედრაზე ორი ქვეყნის ლიდერები განიხილავენ საქართველო-გერმანიის ურთიერთობებს, რეგიონში არსებულ მდგომარეობას და საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის ასპექტებს.