„მომწონს მისი უშუალობა… დარწმუნებული ვარ ყოველთვის ჩვენს გვერდით იქნება“

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი დავით უთმელიძე დიდი პატივისცემით სარგებლობს ახალგაზრდებში და როგორც აღმოჩნდა, ის მათი არა მხოლოდ კანდიდატი, არამედ მეგობარიც არის და რაც ყველაზე მთავარია-ახალგაზრდებს სჯერათ მისი.

აი რას წერს ერთ-ერთი ახალგაზრდა ამომრჩეველი სანდრო ასათიანი. (18 წლის)

-დავით უთმელიძე პირველად ჩემი უბნის ამომრჩევლებთან შეხვედრაზე ვნახე და გავიცანი, მას მერე ყველა შეხვედრას ვესწრები, გაოცებული ვარ, ბატონმა დავითმა ჩვენი უბნის ყველა ადგილი იცის, ყველა ქუჩის პრობლემას იცნობს, თითქმის ყველა ამომრჩევლის გულისტკივილია მისთვის ცნობილი. გაოცებული ვარ მისი ცოდნით და განათლებით და იცით რა მომწონს? მისი უშუალობა

ყველას ისე ესაუბრება, თითქოს წლების ნაცნობი იყოს.

დარწმუნებული ვარ დავით უთმელიძე ყოველთვის ჩვენს გვერდით იქნება, ასე რომ მე გავაკეთე უკვე ჩემი არჩევანი.