სკაუტური ბანაკი 5 ქვეყნის 450 მონაწილეს მასპინძლობს

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხელშეწყობითდა საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზებით სოფელ ფოლადაურში„საერთაშორისო  საზაფხულო სკაუტური ბანაკი“ გაიხსნა.

ბანაკი წელს 5 ქვეყნის 450 მონაწილეს მასპინძლობს. ქართველი, უკრაინელი, ლიტველი, აზერბაიჯანელი და ეგვიპტელი 15-დან 26 წლამდე ასაკის ახალგაზრდები ბანაკში ერთ კვირას გაატარებენ. წელს სკაუტური ბანაკი 2008 წლის ომში, საერთაშორისო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილებს, ასევე საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს მასპინძლობს. სხვადასხვა სპორტული აქტივობებისა და ლაშქრობების გარდა ბანაკი ტრეინინგების შემდეგ კურსებს ითვალისწინებს: ლიდერობა და პიროვნული განვითარება, სამოქალაქო განათლება, გარემოს დაცვა,

ბუნებაში ორიენტირება. ბანაკის მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას ევროკავშირის ღირებულებების შესახებ და გაეცნობიან სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. საქართველოს  გახსნის საზეიმო ცერემონიას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე და ადგილობრივი ხელისფლების წარმომადგენლები დაესწრნენ: ტარიელ ხეჩიკაშვილი – სპორტისა და ახლგაზრდობის საქმეთა მინისტრი, ირინა ფრუიძე – მსოფლიო სკაუტური მოძრაობის ევრაზიის რეგიონის თავმჯდომარე, სერგეი ვლასენკო – უკრაინის ჯგუფის ხელმძღვანელი, ალექსანდრე კორძაძე – სკაუტური ბანაკის უფროსი ლიდერი.

კომენტარის დატოვება