პარტიათა შემოწირულობები 2016 წელს ივნისის თვის ჩათვლით

მ.პ.გ. „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ 2016 წლის ივნისის შეთვლით შეწირული თანხის ჯამი 2 568 745 ლარს შეადგენს. ამ პერიოდის განმავლობაში პარტიას 166 შემომწირველი ჰყავდა.

2016 წელს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ შეწირული თანხის ჯამი ივნისის თვის ჩათვლით 166 247 ლარს შეადგენს.  პარტიას ამ პერიოდში 96 შემომწირველი ჰყავდა.

მ.პ.გ. „თავისუფალი დემოკრატები“-2016 წელს შეწირული თანხა-32 000 ლარი, შემოწირულებების რაოდენობა-3.

საქართველოს ლეიბორისტული პარტია-2016 წლის ივნისის ჩათვლით შემოწირულობების ჯამი-600 ლარი. დაფიქსირებულია ერთი შემომწირველი.

საქართველოს პატრიოტთა ალიანსი-2016 წლის ივნისის ჩათვლით შემოწირულობების ჯამი-699 779 ლარი. დაფიქსირებულია 65 შემომწირველი.

სახელმწიფო ხალხისთვის (პაატა ბურჭულაძე)-2016 წლის ივნისის ჩათვლით შემოწირულობების ჯამი-1 008 350 ლარი. დაფიქსირებულია 53 შემომწირველი.

 ახალი პოლიტიკური ცენტი „გირჩი“-2016 წლის ივნისის ჩათვლით შემოწირულობების ჯამი-411 357 ლარი. დაფიქსირებულია 64  შემომწირველი.

 საქართველოს რესპუბლიკური პარტია-2016 წლის ივნისის ჩათვლით შემოწირულობების ჯამი-8 743 ლარი. დაფიქსირებულია 137  შემომწირველი.

ჩვენ პერიოდულად მოგაწვდით სხვა პარტიების მონაცემებს, იქამდე კი,  თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ ნებისმიერი პარტიის შემოწირულობების შესახებ ინფორმაცია.

ცნობისთვის,  საერთაშორისო გამჭვირვალობასაქართველომ საკუთარ ვებგვერდზე აამოქმედა ახალი ვებპორტალი, რომელზეც თავმოყრილია ინფორმაცია 2012 წლიდან პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ განხორციელებული შემოწირულებების შესახებ.

 

 

 

კომენტარის დატოვება