ნაციონალური მოძრაობის ოფისთან სააკაშვილის ფიტული დაწვეს (ვიდეო)

საპროტესტო აქცია ნაციონალური მოძრაობის ოფისთან. პარტიის “ჩვენი სამშობლოს” წევრები ნაციონალური მოძრაობის ოფისთან მივიდნენ და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფიტული დაწვეს. აქციის მონაწილეებს მიტანილი ჰქონდათ ცოცხებიც.

“ჩვენი სამშობლოს” წევრებმა და მხარდამჭერებმა საკუთარი პროტესტი ფიტულის დაწვით გამოხატეს.

საპროტესტო აქციის ორგანიზატორები ნაციონალური მოძრაობის წევრების დასჯას მოითხოვენ.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

 

კომენტარის დატოვება