„სიცრუე და დეზინფორმაციაა, თითქოს მე ახალაიას პერდიოში სასჯელაღსრულების სისტემაში ვმუშაობდი“ (ვიდეო)

პარტიაქართული ოცნებადემოკრატიული საქართველოსსაბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა დავით უთმელიძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას საგანგებო ბრიფინგზე უპასუხა, რომელიც თანაგუნდელებთან – ჯაბა ჯიშკარიანთან და ირაკლი ზარქუასთან ერთად გამართა.

როგორც მან ბრიფინგზე განაცხადა, სასჯელაღსრულების სისტემაში მის საქმიანობასთან დაკავშირებით, გადაუმოწმებელი ინფორმაცია ვრცელდება, რაც შეგნებულად გავრცელებული ჭორია.

“გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მე ბაჩო ახალაიას პერდიოში, სასჯელაღსრულების სისტემაში ვმუშაობდი, რაც მტკნარი სიცრუე, დეზინფორმაცია და შეგნებულად გავრცელებული ჭორია, რათა მე, როგორც მაჟორიტარობის კანდიდატსა და ჩემ გუნდს ავნონ. ყველანაირი გზით ცდილობენ, რომ რაღაც არიონ, მაგრამ ამას ვერ მიაღწევენ”, – განაცხადა დავით უთმელიძემ.

მაჟორიტარობის კანდიდატმა ბრიფინგზე შესაბამისი დოკუმენტიც წარადგინა, სადაც აღნიშნულია, რომ 2005 წლის ნოემბრიდან ის სასჯელაღსრულების სამინისტროში აღარ მუშაობს.

“ამ დღის შემდეგ, ფიზიკურად სასჯელაღსრულების სისტემაში არ მიმუშავია, მითუმეტეს, ბაჩო ახალაიას პერიოდში. მინდა ვთხოვო ჩემს ოპონენტებსა და ჟურნალისტებს, სანამ რამეს გამოაქვეყნებენ, გადაამოწმონ. იმ რეჟიმთან არ მიმუშავია და იმ უმსგავსობასთან დავით უთმელიძეს კავშირი არ ჰქონია”, – განაცხადა მაჟორიტარობის კანდიდატმა.