გიორგი თევზაძე: საქართველოში ემირ კუსტურიცას შემოსვლა შეურაცყოფად აღიქმევა…

უფლებადამცველი გიორგი თევზაძე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას სერბი მუსიკოსისა და რეჟისორის საქართველოში შესაძლო ჩამოსვლასთან დაკავშირებით და საზოგადოებისა და ხელისუფლების მისამართით განცხადება – მიმართვა გაავრცელა.

-„ ფართო საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ რუსეთ- საქართველოს ომის შემდეგ ოკუპანტი რუსეთის მიწვევით ცხინვალში იმყოფებოდა სერბი მუსიკოსი და რეჟისორი ემირ კუსტურიცა, რომელიც კრემლის იდეოლოგის გამტარებელად არის ცნობილი, რითაც დაარღვია საქართველოს კანონი ოკუპაციის შესახებ, რაც მისი მხრიდან საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის უპატივცემულობაზე მიანიშნებს, როგორც მედიით საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა ემირ კუსტურიცა გეგმავს საქართველოში ჩამოსვლას შპს „არტი მედიას“ მოწვევით მათი განმარტებით სტუდენტებს სურვილი აქვს მოუსმინონ მის ლექციებს.

მიგვაჩნია, რომ ემირ კუსტურიცას საქართველოში შემოსვლის უფლების მიცემა არის იმ გმირი ადამიანების შეურაცხყოფა, რომლებიც იბრძოდნენ უთანასწორო ბრძოლაში რუს ოკუპანტთან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, ამასთანავე ემირ კუსტურიცას დარღვეული აქვს კანონი ოკუპაციის შესახებ ხოლო ქმედების ხანდაზმულობის ვადის გასვლა კი არგუმენტი არარის, მთავარია წარმოჩნდეს ხელისუფლების და ხალხის ერთიანი პოზიცია ასეთი კრემლის იდეოლოგიის მხარდამჭერისადმი რომელმაც რუსეთ -საქართველოს ომის შემდგომ რუსეთის დავალებით ესტუმრა ოკუპირებულ რეგიონს, იმედია საქართველოს ხელისუფლება და სამართსალდამცველი სტრუქტურა თავის სიმაღლეზე აღმოჩნდება’-ნათქვამია განცხადება-მიმართვაში.