დაპირისპირება ნოდარ ჯავახიშვილსა და „ახალი საქართველოს“ წევრებს შორის

დავით ცხვარაძე

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოდოგანში ხელისუფლების წარმომადგენლები და ოპოზიციური პარტიის ახალი საქართველოს წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. დაპირისპირების მიზეზი სოფელ გოდოგანში ნაგავსაყრელის მოწყობის საკითხი გახდა. გიორგი ვაშაძის პარტიის ქუთაისის ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებსა და ნოდარ ჯავახიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა ინფრასტრუქტურის მინისტრი მოსახლეობას ხვდებოდა, სადაც ნაგავსაყრელის მოწყობის საკითხს განიხილავდნენ. ვაშაძის პარტიის წევრები ტერიტორიაზე ნაგავსაყრელის მოწყობას ეწინააღმდეგებიან და ხელისუფლებას მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებისკენ მოუწოდებენ.

“ნოდარ ჯავახიშვილის ხელმოწერილი დოკუმენტი მაქვს სადაც დასტურდება, რომ ეს ნაგავსაყრელი არ იქნება არანაირად მოსახლეობის საწინააღმდეგოდ მიმართული, არა და უამრავი არგუმენტი არსებობს იმის საწინააღმდეგოდ, რომ არ აშენდეს ეს ნაგავსაყრელი. ჩვენ ყველა ერთად ვითხოვთ, რომ ეს ნაგავსაყრელი არ აშენდეს“ – განაცხადა ახალი საქართველოს წარმომადგენელმა ზაალ ხონელიძემ.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ნოდარ ჯავახიშვილის თქმით, გარემოს ზემოქმედების დოკუმენტში თუ იქნება კითხვის ნიშნები, ამ შემთხვევაში საკითხი მოიხსნება.

“გადაწყვეტილება ვერ იქნება საბოლოო, რადგან გარემოზე ზემოქმედების დასკვნა, დოკუმენტი არ არსებობს. მე აქ იმისთვის ვარ ჩამოსული, რომ მოსახლეობის აზრი მომესმინა. მეორეს მხრივ, უნდა მეთხოვა, რომ დაგვამთავრებინეთ კვლევის სამუშაოები ანუ გარემოს ზემოქმედების დოკუმენტი, რომ დაიდება თუ იქ იქნება რაიმე ისეთი კითხვის ნიშანი, რომელსაც ჩვენ ავტომატურ რეჟიმში ვერ მოვხსნით, რა საკვირველია საკითხი მოიხსნება“ – აღნიშნა ჯავახიშვილმა.

 

კომენტარის დატოვება