პოლიტიკაში კიდევ ერთი ჟურნალისტი მიდის

ჟურნალისტი თინა თაყაძე პოლიტიკაში წავიდა. ის გორის საკრებულოში „რესპუბლიკური პარტიის“ პროპორციული სიის მეორე ნომერია.

ჩვენ თინას დავუკავშირდით .

-რატომ გადაწყვიტე პოლიტიკაში წასვლა?

-პოლიტიკაში წასვლა იმიტომ გადავწყვიტე რომ საზოგადოებასთან ვიყო უფრო ახლოს და მათი პრობლემები გავითავისო, შევეცადო დავეხმარო მათ, რომ შეუმსუბუქდეს საყოფაცხოვრებო პირობები

აქამდე რატომ არ იყავი ახლოსო მკითხავ ალბა… სტატუსი ხშირად ცვლის მოვლენებს, ამიტომ მე ვიმუშავებ მათზე, მე ვიქნები მათთან და არავინ მეტყვის ვის დაეკარგე აქ რა გინდაო…

-რატომ „რესპუბლიკური პარტია“?

-რესპუბლიკური პარტია ჩემთან ასოცირდება ადამიანების უფლებების დაცვასთან… ეს ის პარტიაა, რომელიც სცნობს ადამიანებს და მათ სურვილებს, და მათ თავისუფლებას. პარტია, რომელიც ამბობს, რომ ადამიანი არის ადამიანი. პოლიტიკაში მოსვლის მიზეზი ისაა, რომ ყოველთვის მაწუხებდა, ჩემს მიერ გადახდილი გადასახადებით არსებული ხელისუფლება რატომ არ მუშაობდა ჩემზე და ჩემს ქვეყანაზე, და რატომ ავიწყდებოდათ სავარძლებში მოკლათებულთ ის რომ საქართველოს საზოგადოებამ დაიქირავა ისინი, იმის გამო რომ მათ შეუქმნან მომავალი, უზრუნველი, თავისუფალი მომავალი.

-იმედი გაქვს? და რას გააკეთებ თუკი საკრებულოში მოხვდები?

-მე თუ მოვხვდი საკრებულოში მე ვიქნები ჩემი რეგიონის თითოეული ოჯახის სტუმარი, რომელიც მათი ყველა გასაჭირით დაინტერესდება.

-წარმატებას გისურვებთ და გეპატიჟებით ჩვენს რუბრიკაში „სტუმარი“.

 

„რესუბლიკურ პარტიას“ გორში არც მაჟორიტარობის და არც მერობის კანდიდატები არ ეყოლება, თუმცა პროპორციული სიის დარეგისტრირებისთვის პარტიის გორის ორგანიზაციამ გორის საოლქო საარჩევნო კომისიას უკვე მიმართა.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ პროპორციულ სიაში საკრებულოს წევრობის 17 კანდიდატია შეყვანილი. სიის პირველი ნომერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ვიქტორ ქარქიშვილია.