რევაზ სოხაძე ვარკეთილელებს: „ვიმეგობროთ და ერთად, მეგობრობით ვაკეთოთ საქმე!“

სამგორის N11 ოლქის, ვარკეთილი 3-ის მაჟორიტარობის კანდიდატი რევაზ სოხაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. ვარკეთილი 3, მე-3ა მ/რ-ში მდებარე სკვერში კანდიდატი თბილისის მერობის კანდიდატთან, კახი კალაძესთან ერთად მივიდა და მოსახლეობას გაესაუბრა.

შეხვედრაზე ისაუბრეს ქალაქის ურბანული განვითარების პოლიტიკის, ეკო პოლიტიკის, სატრანსპორტო პოლიტიკისა და ბინების დაკანონების შესახებ. კახა კალაძემ ყურადღება გაამახვილა ქალაქის ყველა რაიონში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელმისაწვდომობისა და ოპერატიულობაზე. მისი თქმით, რეაბილიტირდება მეტრო, განვითარდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი და სხვადასხვა რაიონებში გაიზრდება როგორც სამარშუტო ხაზების, ისე, ავტობუსების რაოდენობაც.

შეხვედრაზე რევაზ სოხაძემ განაცხადა, რომ მზად არის ემსახუროს ვარკეთილსა და ვარკეთილელებს

რევაზ სოხაძემ ამომრჩეველს გვერდით დგომა აღუთქვა მეგობრობა შესთავაზა.

https://www.facebook.com/GDRevazSokhadze/videos/1824769804232432/