ემზარ ცირდავამ გამოფენა დედას მიუძღვნა (ფოტოები)

ზურა ხვიჩია

რესტორან „ამრაში“ გაიმართა მხატვარ ემზარ ცირდავას გამოფენა, რომელიც მან დედას მიუძღვნა.

გამოფენას  ესწრებოდნენ აფხაზეთის სამინისტროს წარმომადგენლები და საზოგადოების წარმომადგენლები.

აფხაზეთიდან დევნილმა მხატვარმა ემზარ ცირდავამ  მადლობა გადაუხადა გამოფენის ორგანიზატორებს და ყველა იმ ადამიანს,  რომლებიც ესწრებოდნენ აღნიშნულ გამოფენას და კეთილ სიტყვებს არ იშურებდნენ მისი მხატვრობის შესაფასებლად.

როგორც გამოფენაზე დამსწრე საზოგადოების წევრებმა აღნიშნეს- მართალია დღეს ბატონი ემზარის ნამუშევრები არ არის ფართო მასებისთვის ცნობილი, თუმცა “დროის გასვლასთან ერთად აუცილებლად დააფასებენ და მის ნახატებზე ნადირობა დაიწყება”.