დასაქმებულები 4 თვის ხელფასს ითხოვენ-აქცია გეგუთში

დავით ცხვარაძე

გეგუთში, ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულებმა საპროტესტო აქცია გამართეს და პროტესტის ნიშნად მუშაობა შეაჩერეს. აქციის მონაწილეები კომპანია ” აკორდ ჯორჯიასგან “ 4 თვის ხელფასის ანაზღაურებას ითხოვენ.

როგორც ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები geomediatv.ge_სთან საუბრისას აცხადებენ, მათი საშუალო ხელფასი 600 ლარს შეადგენს. სახელფასო დავალიანებასთან დაკავშირებით, დასაქმებულებს “აკორდ ჯორჯიას” ადმინისტრაციასთან შეხვედრა რამდენჯერმე ჰქონდათ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ , მათ დამსაქმებელი კომპანია თითქმის ყოველთვის ატყუებთ. ისინი დახმარებას სახელმწიფოს სთხოვენ.

ქუთაისი-გეგუთი-საყულია-ბაში-იანეთის საავტომობილო გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია

gza

 

კომენტარის დატოვება