მოსმენების სამსახურის ახალი შენობის მშენებლობისთვის 5 მილიონი ლარი გამოიყო

პარლამენტის დარგობრივ კომიტეტებში 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო.

ე.წ მოსმენების სამსახურისთვის ახალი შენობის მშენებლობა იგეგმება, რომელსაც 5-მილიონი ლარი მოხმარდება.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბიუჯეტი 123 მილიონი ლარით განისაზღვრა. უწყების ბიუჯეტის 5-მილიონიანი ზრდა უკავშირდება ახალი ნაგებობის მშენებლობას, სადაც ოპერატიულ ტექნიკური სააგენტო უნდა განთავსდეს”, – განმარტა პარლამენტში ბიუჯეტის პროექტის განხილვისას ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ.