კიევი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია

მიხეილ სააკაშვილი დღეს კიევის პარლამენტთან აქციის გამართვას აპირებს. მან დაგეგმილ დემონსტრაციას „დიდი პროცესის“ დასაწყისი უწოდა და თქვა, რომ თავის მხარდამჭერებთან ერთად გამოთქვამს, „უკრაინის, პრაქტიკულად, მთელი მოსახლეობის აზრს“. სააკაშვილი დემონსტრანტების სამ მთავარ მოთხოვნად ასახელებს ანტიკორუფციული სასამართლოების შექმნა, საპარლამენტო იმუნიტეტის გაუქმებასა და ახალი საარჩევნო კანონის მიღებას.

კიევში აქციამდე რამდენიმე საათით ადრე, უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამტკიცებენ, რომ ეს ზომები დაგეგმილ მანიფესტაციას კი არ უკავშირდება, არამედ ქვეყანაში მალტის ლიდერის ვიზიტს. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ დღეს კიევის ცენტრში მდებარე რამდენიმე ქუჩა დაკეტილი იქნება.