ინციდენტი პირველ საარჩევნო უბანზე (ვიდეო)

ბელა აბულაძე

პირველ საარჩევნო უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დავით ნებიერიძემ მოითხოვა სპეციალური სიის ჩვენება, რასაც მცირე დაპირისპირება მოჰყვა.

საბოლოოდ „სპეც-სია“ ნახეს, თუმცა ამ დროს ერთ-ერთი ამომრჩეველი შემთხვევით წამოედო ნაციონალების კამერას და წააქცია, რაზეც დამკვირვებლები პასუხს ითხოვენ. კომისიის მდივანი აცხადებს, რომ ინფორმაციას არ ფლობს და ამბობს,რომ კამერის დაზიანება სიმართლეს არ შეეფერება.

ამ წუთებში კომისიის მდივანი წერს, რომ ნაციონალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. ოქმს ხელი უკვე მოეწერა.

დავით ნებიერიძემ ითხოვა მაგიდების წინ წამოწევა, როგორც თავად ამბობს იმისთვის, რომ დააკვიდეს კომისიის წევრების მუშაობას.