ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე, თუ საჭირო გახდა სტრანსბურგშიც!

“თავისუფალი დემოკრატები” ე.წ კაბელების საქმეზე დაკავებული პირებისთვის სამართლებრივ ბრძოლას აგრძელებენ. პარტიის ერთ-ერთი წევრის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, მათ არ აქვთ იმედი რომ სააპელაციო სასამართლო პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას შეცვლის, თუმცა  ბრძოლას აგრძელებენ ყველა ინსტანციაში.

“სამართლებრივ ბრძოლას გავაგრძელებთ, მიუხედავად იმისა, რომ მურუსიძის სასამართლოს პირობებში ჩვენ არ ველოდებით სამართლიანობას, მაგრამ არსებობს საკონსტიტუციო სასამართლო, სადაც გასაჩივრდება ის კონკრეტული მუხლი, რა მუხლითაც ეს უდანაშაულო ადამიანები ციხეში არიან და იმედი მაქვს, რომ სასამართლო ამას გულდასმით განიხილავს.

ჩვენ ვიწყებთ პეტიციის შეგროვებას პრეზიდენტის სახელზე, რომ მივმართოთ, მათი შეწყალების თაობაზე, მართალია სიტყვა შეწყალება ძალიან ხმამაღლა მეჩვენება ამ პროცესში, ვინაიდან ამ ადამიანებს, არანაირი დანაშაული არ ჩაუდენიათ და ბუნებრივია შესაწყალებელი შეიძლება არ აქვთ, მაგრამ ეს არის ფორმა, რომ პრეზიდენტს მივმართოთ შეწყალებით და ამ მიმართულებითაც ვიმუშავებთ. დარწმუნებული ვარ რომ ჩვენი ბრძოლა დასრულდება დადებითად და ამ ბიჭების დავიხსნით საპყრობილიდან. მათ რომ მართლა დანაშაული მიუძღვოდეთ რა თქმა უნდა არ იქნებოდა ასეთი განცდა და ასეთი მაღალი საზოგადოების მხარდაჭერა. ჩვენ ვაპირებთ სამართლებრივ ბრძოლას, არ გავუშვებთ არც ერთ შესაძლებლობას და ამიტომ მოლოდინი არ გვაქვს იმისა, რომ სააპელაციო სასამართლო გაამართლებს ამ ბიჭებს და შეცვლის კარდინალურად მოსამართლე ბუგიანაშვილის გადაწყვეტილებას.

ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე ყველა ინსტანციაში, სტრასბურგშიც,თუ ამის საჭიროება  იქნება. ამ ადამიანებს სჭირდებათ რეაბილიტაცია, კომპენსაციაც და მორალურ ზიანის ანაზღაურებაც”-განაცხადა  აბაშიძემ.

 

კომენტარის დატოვება